08:08 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-30 09:41:50, 299 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ვიმედოვნებ, პარლამენტში არ ვიხილავთ კანონს, რომელზეც პრეზიდენტს ვეტოს დადება მოუწევს

ვიმედოვნებ, პარლამენტში არ ვიხილავთ კანონს, რომელზეც პრეზიდენტს მოუწევს ვეტოს დადება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკისათვის საზედამხედველო ფუნქციის შესაძლო ჩამორთმევასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ გამართულ მე-9 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანაში ჯანსაღი და ძლიერი ბიზნესკლიმატი არის მაშინ, როდესაც ბიზნესში პოლიტიკის ჩაბმულობა და მონაწილეობა ნაკლებია.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ბიზნესისთვის დაცული, სტაბილური, პროგნოზირებადი და ხელსაყრელი გარემო. მოულოდნელობები, მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზე დაფუძნებული შეუთანხმებელი გადაწყვეტილებები, სწრაფი ცვლილებები არ წარმოადგენს ამ პროცესის ხელშემწყობ გარემოებას.
ამ თვალსაზრისით, მე მსურს შევეხო ეროვნული ბანკის ფუნქციის ცვლილების საკითხს და აღვნიშნო, რომ არსებობს ბევრი მიზეზი თუ რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს და არ არსებობს კონკრეტული, განსაზღვრული მიზეზი თუ რატომ უნდა შევცვალოთ კანონმდებლობა და არსებული გარემო. ჩვენ არ მოგვისმენია არცერთი არგუმენტი ამ ცვლილების სასარგებლოდ, გარდა იმ კომენტარებისა, რომ ეს სისტემა ზოგიერთ ქვეყანაში ფუნქციონირებს. შესაძლოა ეს ასეა, მაგრამ სახელმწიფოთა დიდ ნაწილს მსგავსი სისტემა არ აქვს და ვითარებაში, როდესაც ჩვენ ვცდილობთ დავასტაბილუროთ და შევქმნათ ეკონომიკა, ეკონომიკური პროგნოზირების სისტემა და გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის სავალუტო სტაბილიზაციას, ვფიქრობ მსგავსი გადაწყვეტილებები არ მოქმედებს ჩვენი მთავარი მიზნის - ეკონომიკის გაძლიერების სასარგებლოდ.
ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ამ საკითხს. მოვისმინეთ ძალიან გულახდილი და სიღრმისეული კომენტარები ბიზნესსექტორის, ექსპერტების და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებისგან და ვიმედოვნებ, რომ ეს ძალიან ღია პროცესი მიგვიყვანს წრფელ დისკუსიამდე და პარლამენტში არ ვიხილავთ კანონს, რომელზეც პრეზიდენტს მოუწევს ვეტოს დადება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics