16:17 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-30 12:12:45, 302 ნახვა

პოლიტიკა
საჯარო რეესტრსა და უკრაინის მიწის რეგისტრაციის სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდება

საქართველოსა და უკრაინის საჯარო რეესტრების სამსახურებს შორის აქტიური თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და უკრაინის ვიცეპრემიერის, რეგიონული განვითარების, მშენებლობისა და საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრის შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც კიევში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ოფიციალური ვიზიტის დროს გაიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი და გენადი ზუბკო  ორ ქვეყანას შორის დარგობრივ საკითხებში ურთიერთობების გაღრმავებისა და მჭიდრო თანამშრომლობის, ასევე, გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას შეეხნენ.

მინისტრისა და ვიცეპრემიერის შეხვედრაზე ისაუბრეს ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ, სადაც საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია.

„საქართველო „OGP“-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. ამ ინიციატივაში უკრაინას სწორედ ბატონი ზუბკო წარმოადგენს. მასთან შეხვედრისას განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც უკრაინას დაეხმარება ღია მმართველობის განვითარებასა და ამ გლობალური ინიციატივის ფარგლებში მეტი წარმატების მიღწევაში. მოგეხსენებათ, საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ აღმასრულებელი კომიტეტის წევრია, 3-4 ივნისს ევროპის რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს და ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ დავიცვათ უკრაინის ინტერესები ამ ინიციატივაში და ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანას წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღესვე იუსტიციის მინისტრმა მაიდანზე უკრაინის დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისათვის მებრძოლი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თალაკვაძე ოპოზიციას - როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს ქვეყანა ევროპულ ორბიტას ჩამოშორდა
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
ალექსანდრე დალაქიშვილი - ოპოზიციამ უნდა დატოვოს ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და ჯანსაღ გუნდს მიეცეს საქმის კეთების საშუალება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics