08:37 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 14:54:58, 3059 ნახვა

სხვადასხვა
რუსული წყაროებიდან ქართული მედიასაშუალებები 5 მილიონი დოლარით დაფინანსდა

ფონდმა „რუსულმა სამყარომ“ და შპს „როსტელეკომმა“, რომლის მფლობელობაშია კომპანია „სპუტნიკი“, ქართული ონლაინ და ელექტრონული მედიის გასაძლიერებლად 2015 წლის თებერვლიდან 25 მაისამდე 5 მილიონი დოლარი გადმორიცხეს.

როგორც „ექსპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ორივე რუსული ორგანიზაციიდან არაპირდაპირი დაფინანსება მიიღო მედიასაშუალებებმა  geoworld.ge  და „საქინფორმა“.

„ექსპრესნიუსი“ კომპანია „როსტელეკომს“ დაუკავშირდა, რომლის საკუთრებაც „სპუტნიკია“. წერილობით კითხვაზე, კომპანიის წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მედიის განვითარება მათთვის საინტერესო პროექტია და რამდენიმე ქვეყანაში ამ მიმართულებით მუშაობენ.
ფონდმა „რუსული სამყარო“ „ექსპრესნიუსის“ კითხვას აფინანსებენ თუ არა საქრთველოში მედიას, უპასუხეს, რომ ისინი ახორციელებენ რუსული ენის შემსწავლელი კურსების დაფინანსებას და ამ მიმართულებით თანამშრომლობენ, როგორც მედიასთან, ასევე საზოგადოებრივ ჯგუფებთან.

ორივე ორგანიზაცია რუსეთის დედაქალაქ მოსკოვშია დარეგისტრირებული და პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვადასხვა პროექტებს აწარმოებს. ამასთან, არცერთი ორგანიზაცია ღიად არ აცხდებს, რომ საქართველოში რაიმე აქტივობა აქვთ. 

„საქინფორმის“ ხელმძღვანელი არნო ხინთიბეგაშვილი აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. 

„ექსპრესნიუსის“ ასევე ცნობილი გახდა, რომ „სპუტნიკმა“, რომლის მთავარი რედაქტორი დიმიტრი კისილოვია, საქართველოში .ge დომენზე რამდენიმე ონლაინ მედია რესურსი გახსნა.

ყველა დაფინანსებული მედია რესურსების მიზანია, ანტიდასავლური ინფორმაციის გავრცელება გადამოწმების გარეშე.  ამავე საფრთხეზე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამაც ისაუბრა.
„ვხედავ სერიზულ გამოწვევას, იმიტომ, რომ დიდი ფულის ჩადება დაიწყეს რუსული სპეცსამსახურების მხრიდან ქართულ მედია სივრცეში, ვებპორტალების დაფინანსებაში, ცდილობენ საქართველოში იპოვონ დასაყრდენი იდეეებისა, რომ ევროპული არჩევანი ქვეყნისთვის არასწორია“, -განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს კანონმდებლობით უცხო ქვეყნიდან სხვადასხვა საქმიანობის დაფინანსება არ იკრძალება, თუმცა ფინანსური რესურსების მიმღებმა ორგანიზაციებმა, დონორების შესახებ ინფორმაცია გამჭირვალე უნდა გახადონ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics