14:55 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 14:00:30, 734 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო დონეცკის აეროპორტიდან უკრაინელი მებრძოლების გაყვანას უარყოფს

უკრაინელი სამხედროების მიერ დონეცკის აეროპორტის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფრომაციას, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, აეროპორტის ტერიტორიაზე ბრძოლა კვლავ გრძელდება.

„ამ დროისთვის დონეცკის აეროპორტის ირგვლივ მიმდინარეობს სროლები, დონეცკის აეროპორტის შენობისა და ტერიტორიის ნაწილს, ისევ ჩვენი სამხედროები აკონტროლებენ“,-განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადისლავ სილიზნიოვმა.

მისივე განცხადებით, ორმხრივი სროლის შედეგად დონეცკის აეროპორტის ტერიტორიაზე, ახალი ტერმინალის შენობა თითქმის დანგრეულია და უკრაინელ სამხედროებს მისი დატოვება მოუწიათ.

შეგახსენებთ, უკრაინულ მედიაში უკრაინული ბატალიონის „აზოვი“ განცხადება გავრცელდა, რომლის  თანახმადაც, უკრაინელმა მებრძოლებმა დონეცკის აეროპორტი დათმეს და პოზიციები დატოვეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯო ბაიდენი - საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, ისრაელი სრულად აღიარონ
პროგრამის „საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“ ფარგლებში, 100 ქალი დაფინანსდა
კალაძე - ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას, რომ მინდორზე საუკეთესოდ ითამაშონ - ასეთ დამოკიდებულებას მოაქვს შედეგი
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics