18:14 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 16:08:26, 3075 ნახვა

კულტურა
ლიტერატურული ფესტივალი ”ინსომნია” წელს ბათუმში გაიმართება

ლიტერატურული ფესტივალი ”ინსომნია”, რომელიც წელს მესამედ ტარდება, ბათუმში გამართება. მას მაღაზია და გამომცემლობა ”წიგნები ბათუმში” უმასპინძლებს. ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი ფობიოგრაფია (პროზაული ნაწარმოები, რომელიც შიშებზე მოგვითხრობს) 2015 წლის 5 ივლისამდე უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: fest.insomnia@gmail.com

ჟიური შეარჩევს შვიდ მონაწილეს, რომლებიც 27 ივლისიდან 2 აგვისტომდე, თითო ღამით ჩაიკეტებიან მაღაზიაში ”წიგნები ბათუმში” და შექმნიან ფენტეზის, ფანტასტიკის, მისტიკის ან ჰორორის ჟანრის პროზაულ ნაწარმოებებს. გამომცემლობა ”წიგნები ბათუმში” მოამზადებს და დაბეჭდავს კრებულს, რომელშიც ფესტივალის ფარგლებში დაწერილი მოთხრობები შევა.

ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ფენტეზის, ფანტასტიკის, ჰორორისა და მისტიკის ჟანრების პოპულარიზაციასა და განვითარებას საქართველოში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics