16:09 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 14:36:29, 941 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში სიძულვილის ნიადაგზე დანაშაული აქტუალურ პრობლემად რჩება

საქართველოში სიძულვილის ნიადაგზე დანაშაული აქტუალურ პრობლემად რჩება.

ამის შესახებ აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ანგარიშშია ნათქვამი.

განცხადებაში განხილულია ქობულეთში მომხდარი ინციდენტი - მშენებარე მუსლიმურ მედრესის კარებზე მოჭრილი ღორის თავის დამაგრება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობა არასაკმარისი ქმედითუნარიანობის გამო გააკრიტიკეს, ამასთან საქართველოში ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა ადამიანის უფლებების სფეროში თომას ჰამარბერგმა, განაცხადა, რომ სიძულვილის დანაშაული მოითხოვს მეტ ყურადღებას და ამიტომაც კვლავაც რჩება აქტუალურ პრობლემად.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ქართული ტერიტორიების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში, ისევე როგორც სამოქალაქო აქტივობა, კვლავაც განუვითარებელია, პოლიტიკური პარტიები კი ამ რეგიონებში ოფისებს მხოლოდ არჩევნების პერიოდში ხსნიან. გარდა ამისა, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა რეპრეზენტატულობა პარლამენტის აღმასრულებელ შტოში ლიმიტირებულია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიშში ყურადღება გაამახვილა გალში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობაზე, კერძოდ, იმ ფაქტზე, რომ მათ არ აქვს განათლების ქართულად მიღების საშუალება და ქართულ უნივერსიტეტში საბუთების შესატანად სახიფათო, არალეგალური გზის გავლა უწევთ.

განცხადებაში აღნიშნულია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთათვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ახალი ამბების მათ ენაზე მიწოდების დაბალ დონეც, რაც მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის გზაზე არსებულ დაბრკოლებადაა განხილული.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველო თამბაქოს გარეშე
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა
მერია - N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა
პრემიერი - გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი დამნაშავეობა დაადასტურა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics