03:37 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-28 12:55:24, 518 ნახვა

სამხედრო
ბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო ძალების ნაღმოსანი „ლაბუნი“ შემოვიდა

ბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო ძალების ნაღმოსანი „ლაბუნი“ შემოვიდა.

ინფორმაციას სასქართელოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  ამერიკული სამხედრო ხომალდის დახვედრის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, გენერალური შაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

 მოგვიანებით ხომალდის კაპიტანმა ქრისტოფერ მექკელუმმა სტუმრებს სამხედრო ხომალდი დაათვალიერებინა და გემის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გააცნო.

„ლაბუნი“ არლეი-ბერკის კლასის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ნაღმოსანია. სამხედრო ხომალდი შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტს ეკუთვნის და სამოქმედო არეალში რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში მრავალფუნქციურ როლს თამაშობს. ამერიკული ნაღმოსნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების სურვილს, განამტკიცოს ურთიერთობა ნატოელ მოკავშირეებსა და საქართველოს მსგავს პარტნიორებთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საერთო ამოცანების გადასაწყვეტად. „ლაბუნი“ ორმხრივი და მრავალმხრივი საწვრთნელი მისიების მონაწილეა და შავი ზღვის რეგიონში ნატოს ოპერაციებშია ჩართული.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics