13:52 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 16:29:57, 557 ნახვა

პოლიტიკა
საპატრიარქოს თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე 1000კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" საქართველოს საპატრიარქოს თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი  გადასცა (ნაფეტვრების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე).

საინიციატივო ჯგუფ ,,სტუდენტური სოლიდარობის" დამფუძნებელ ირაკლი კუპრაძის  განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ თსუ-ს ტერიტორია ყოველგვარი  შეტყობინებისა  და შეთანხმების გარეშე ჩამოართვა.  

მისივე თქმით, საქართველოს საპატრიარქო ტერიტორიების მიტაცების პოლიტიკას  ახორციელებს.

"ექსპრესნიუსი" საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" დაუკავშირდა, სადაც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან უნივერსიტეტისთვის  მიწის ნაკვეთის წართმევა კატეგორიულად უარყვეს და განაცხადეს, რომ  უნივერსიტეტის ქუჩაზე  მდებარე უძრავი ქონება სახელმწიფო საკუთრება იყო.

 მათივე განმარტებით,  სააგენტოს მხრიდან  ქონების ადგილზე დათვალიერება განხორციელდა და იგი აუთვისებელ, ცარიელ მიწის ნაკვეთს წარმოადგენდა.

"სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს მთავრობის წინაშე განახორციელა აღნიშნული საკითხის ინიცირება და მოამზადა განკარგულების პროექტი საქართველოს საპატრიარქოსთვის ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე 1000კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება",-განმარტავენ  სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში".

"სტუდენტური სოლიდარობის" დამფუძნებელი  ირაკლი კუპრაძე იმასაც ირწმუნება, რომ  წარსულში უნივერსიტეტის ძველმა ადმინისტრაციებმა საპატრიარქოს თხოვნით, მათ სხვადასსხვა ობიექტი და ქონება არაერთხელ გადასცეს. 

"ისევ და ისევ იმედს ვიქონიებ, ეს საკითხი მანამდე მოგვარდება, სანამ სტუდენტური პროტესტი მომწიფდება ამ საკითხთან დაკავშირებით ! როდის მორჩება საპატრიარქოს მხრიდან ტერიტორიების მიტაცების პოლიტიკა ?! მოვუწოდებ საპატრიარქოს, ნუ გახდებიან უნივერსიტეტისა და განათლების მტრები!",-აცხადებს ირაკლი კუპრაძე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი დაზღვევა X ენთები - სპეციალური პირობები პარტნიორებისათვის
მიხეილ სარჯველაძე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორს შეხვდა
მანჯგალაძე „ოცნებას“ - ვერ დადგებით ცალ ფეხზე იმიტომ, რომ მუხლებზე დგახართ
BBC - ლიზ ტრასი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში უჭერს მხარს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics