01:24 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 20:44:55, 330 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი ბელორუს კოლეგას შეხვდა

თამარ ბერუჩაშვილი ბელორუსელ კოლეგას ვლადიმერ მაკკეის 2015 წლის 29 ივნისს ბელორუსის რესპუბლიკაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის ფარგლებში გამართული  ვიზიტისას    შეხვდა.
 როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის  მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით. 

მინისტრებმა კიდევ ერთხელ შეაჯერეს 2015 წლის აპრილში საქართველოში ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტი და მისი შედეგები, ასევე ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებების შესრულების საკითხი.  
მინისტრებმა ასევე ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში თანამშრომლობის მიმართულებებზე.

როგორც ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრა აღნიშნა,  საქართველო და ბელორუსმა ახლიდან გაიცნეს ერთმანეთი. 
„წელს, საქართველომ და ბელორუსიამ, ფაქტიურად, ახლიდან გაიცნეს ერთმანეთი.  ჩვენი პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტმა და ამ ვიზიტის დროს მიღწეულმა შეთანხმებებმა ახალი იმპულსი შესძინა ჩვენს ურთიერთობებს თითქმის ყველა სფეროში.
 
ახლახან ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სავაჭრო-ეკონომიური თანამშრომლობის კომისიის ბელორუსის ნაწილი. ვიცი, რომ ქართველი კოლეგები ასევე მუშაობენ ქართული ნაწილის შექმნაზე. ამასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ მზადდება წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობისა და ეკონომიკის დარგში“,- განაცხადა ვლადიმერ მაკკეიმ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მამუკა მდინარაძე - რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
თბილისის ორივე სანაპირო გადაკეეტილია
რუსთაველზე აქცია კიდევ ერთხელ დაშალეს [ვიდეო]
პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics