00:26 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 09:36:57, 514 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 245 - მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 245-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო.

ფიცის დადების შემდეგ ჯარისკაცებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და საკუთარი საბრძოლო უნარების დემონსტრირება მოახდინეს. ღონისძიებას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი მერაბ მალანია, ამავე დეპარტამენტის, ასევე სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ახალწვეულთა ოჯახის წევრები. ცერემონიალის დასრულებისას წვევამდელები მამა ანდრეამ დალოცა.

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში წვევამდელები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ასევე მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებითა და კვებით. წვევამდელები ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics