15:37 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 10:57:53, 554 ნახვა

საზოგადოება
ეთერ კაკულიას დღეს დაკრძალავენ

მომღერალ ეთერ კაკულიას დღეს ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალავენ.

ხოლო შემდეგ მთავრობის, დედაქალაქის მერიის და საპატრიარქოს გადაწყვეტილებით მომღერალს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა ახალ პანთეონში გადაასვენებენ.

ეთერ კაკულიას დღეს 15:00 საათზე, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან გამოასვენებენ.

ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ეთერ კაკულიას განვლილი  ცხოვრების  ამსახველი ფოტოების გამოფენა მოეწყობა.

ცნობისთვის,  ეთერ კაკულია კიბოთი იყო დაავადებული და მიუხედავად, მკურნალობისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ეთერ კაკულია დაიბადა 1948 წელს იგი იყო, ესტრადის მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1983). მღეროდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრში ს. ტუღუშის ხელმძღვანელობით. 1964 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია, ამავე წლიდან მღეროდა სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროში“ კ. პევზნერის ხელმძღვანელობით. 1986 წლიდან ტელერადიოკორპორაციის სოლისტია. აქვს ძლიერი ხმა, საუკეთესო სცენური მონაცემები. ძირითადად ასრულებს ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. 2014 წლის 29 ნოემბერს ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მომღერალმა ვარსკვლავის საზეიმო გახსნის დროს სატელეფონო მილოცვა საქართველოს პატრიარქისგან მიიღო.

ეთერ კაკულიას თავისი შემოქმედების მანძილზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი 200-მდე სიმღერა აქვს შესრულებული, ასევე შესრულებული აქვს ჰიმნები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონზე. ხშირად მღეროდა ნიკო ჯადუგიშვილთან ერთად. ერთადერთხელ იყო დაქორწინებული რეზო ვაჩიბერიძეზე. ამ ქორწინებიდან ჰყავს ერთადერთი შვილი ალეკო.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
კალაძე დეგნანზე - გვახსოვს მისი განცხადებები, რომელიც ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობას აცდენილია
კალაძე - შეიძლება რაღაცაში ვცდებით, ადამიანები ვართ, მაგრამ მეგობარი რომ ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას
პაპუაშვილი ოპოზიციონერ ქალებზე - ხელში მაუზერი რომ ეჭიროთ, ისე დაგვახლიდნენ თავში როგორც არაფერი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics