02:55 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 11:24:33, 525 ნახვა

საზოგადოება
პრემიის მიღების უფლება შესაძლოა, 800–მდე თანამდებობის პირს შეეზღუდოს

25 მაღალი რანგის დაახლოებით 800–მდე თანამდებობის პირს, შესაძლოა 2016 წლის პირველ იანვრამდე პრემიის მიღების უფლება შეეზღუდოთ.

აღნიშნულს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.

კანონის პროექტის თანახმად, 25 რანგიდან 24  ეხება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანამდებობის პირებს და მათ მოადგილეებს. ხოლო ერთი ადგილობრივი ხელისუფლების შემდეგ თანამდებობის პირებს –  საკრებულოს თავჯდომარე, მერსა და გამგებელს.

რაც შეეხებათ,სახელმწიფო  ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანამდებობის პირებს, პროექტის მიხედვით, შრომითი გასამრჯელოდან პრემიის მიღების უფლება შეეზღუდებათ:  საქართველოს პარლამენტის წევრს;   სახელმწიფო მინისტრს და მის მოადგილეს;   აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპიბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს,  მთავრობათა თავჯდომარეებს და მოადგილეებს,  მინისტრებს და მათ მოადგილეებს;  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს;  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს; პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშორების საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს;  საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს;  საგადასახადო ომბუდსმენს და მის მოადგილეს;  საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს და მის მოადგილეს;  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს;  შემოსავლების სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს;  გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს;  ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრს;  პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრს;  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს;  ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრს;  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის  თავჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიის მდივანს;  სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს და მის მოადგილეს;  მოსამართლეს; საქართველოს მთავარ პროკურორს და მის მოადგილეს;  საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მის მოადგილეს.

აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი და ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილია.

ქუცნაშვილმა კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა.

ამ ინიციატივას  გუშინ, ბიუროს სხდომაზე, დეპუტატი გია ვოლსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  ეს ცვლილება გასაზიარებელია, თუმცა პროექტის ავტორმა ამ საკითხთან დაკავშრებით მთავრობასთან კონსულტაციები უნდა გაიაროს.

„პათოსი გასაგებია და ვფიქრობ, გასაზიარებელია, მაგრამ ეს საკითხი მთავრობასთან გასავლელია, რადგან ცვლილება სამთავრობო სტრუქტურებს ეხება. ამ პროექტის საწინააღმდეგო არავის შეიძება ჰქონდეს, მითუმეტეს, ამ კვარტალში ასეთი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. კოსნულტაციების საფუძველზე ჩვენ შეიძლება ეს კანონი მივიღოთ, მაგრამ არა დაჩქარებული წესით“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა აქვე განაცხადა, რომ აღნიშნულ კანონპროექტში საუბარი არ არის, ზოგადად როგორ უნდა მოწესრიგდეს პრემიების საკითხი. 

„იანვრის შემდეგ რაც გინდათ ის აიღეთო, გვეუბნება ინიციატორი“, – დასძინა უსუფაშვილმა.

დეპუტატებმა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი არ დაუჭირეს და ის კომიტეტებს განსახილველად ჩვეულებრივი წესით გადაეცათ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics