04:45 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 11:10:42, 2522 ნახვა

კულტურა
დმანისში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთები ისრაელში გამოიფინა

საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის Homo Georgicus-ის ნაშთები  ისრაელის ზემო გალილეის პრეისტორიის მუზეუმში გამოიფინა. 

გამოფენა გალილეის მუზეუმში, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის, ისრაელის სახლისა (თბილისი)  და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი ინიციატივას წარმოადგენდა, რომლის განხორციელებაც აღნიშნულ მუზეუმში ისრაელის სახლის (თბილისი) დამფუძნებლის, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს მიერ გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა.

ღონისძიების პირველ ნაწილში ისრაელის პრეისტორიის მუზეუმს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან დაახლოებით 1,8 მილიონი წლით დათარიღებული ქალისა და მამაკაცის - ზეზვასა და მზიას თავის ქალების ასლები გადაეცა.

მეორე ნაწილში კი საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა - დავით ლორთქიფანიძემ თელ-ხაის აკადემიურ ინსტიტუტში ლექცია წაიკითხა.

დავით ლორთქიფანიძე გამოფენის წინა დღეს მოხსენებით წარსდგა, აგრეთვე,  იერუსალიმის უნივერსიტეტშიც. თელ-ხაის ინსტიტუტში მის ლექციაზე დასასწრებად ისრაელის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ჩავიდნენ თელ-ავივიდან და იერუსალიმიდან, მიუხედავად იმისა, რომ პრეისტორიის მუზეუმი და თელ-ხაის ინსტიტუტი მდებარეობს გოლანის მაღლობთან, ისრაელ-სირიის საზღვარზე, სადაც უკანასკნელი დღეების მანძილზე განსაკუთრებით დაძაბული მდგომარეობაა და  არ წყდება ტერორისტული აქტები.

პრეისტორიის მუზეუმში დმანისელი ადამიანის  - უძველესი ჰომინიდების თავის ქალების გამოფენას და ლექციას დაესწრნენ საქართველოს ელჩი ისრაელში - პაატა კალანდაძე და ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ქნესეთის ვიცე-სპიკერი -  ხილიკ ბარი. 

ღონისძიება ქართული კლასიკური სიმღერებით დახურა ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა - ქრისტინე ჯაფარიძემ.

გამოფენის შემდეგ დელეგაციის წევრებმა  აღნიშნული გამოფენის მნიშვნელობა შეაფასეს.  
როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ განაცხადა, ეს გამოფენა ორ ქვეყანას შორის სახელმწიფოებრივი კავშირების გაღრმავებას ემსახურება. 

„Homo Georgicus-ის გამოფენა ისრაელში საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მიერ 2015 წელს ორგანიზებული პირველი ღონისძიებაა. ეს არის ბიზნეს პალატისა და ისრაელის სახლის ახლებური ხედვა, რომელიც ორ ქვეყანას შორის სახელმწიფოებრივი კავშირების გაღრმავებას ემსახურება. ამ წელს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საქართველოსა და ისრაელს შორის  პირდაპირ კავშირებზე, მეცნიერების, ხელოვნების, კულტურის, ბიზნესისა და ტურიზმის მიმართულებით. ეს ღონისძიება კი შეიძლება შეფასდეს, როგორც პირველი ნაბიჯი ზემოთხსენებული მიზნების მიღწევის გზაზე“, – აღნიშნა იციკ მოშემ. 

ქნესეთის ვიცე-სპიკერის, ხილიკ ბარის თქმით, საქართველო-ისრალის ბიზნეს პალატის ინიციატივას, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი კავშირების უფრო მაღალ საფეხურზე გადაყვანის საქმეში, ისრაელის პარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. 

როგორც ხილიკ ბარიმ აღნიშნა, ის განსაკუთრებით აფასებს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის საქმიანობას ამ მიმართულებით და თავის მხრივ,  ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაღრმავებისათვის ყველაფერს გააკეთებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics