08:23 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 17:43:15, 324 ნახვა

პოლიტიკა
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს კორნელი კეკელიძის სახელი დაუბრუნდება, 30 ივნისი კი, ხელნაწერის დღედ დაწესდება

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს კორნელი კეკელიძის სახელი დაუბრუნდება, 30 ივნისი კი ხელნაწერის დღედ დაწესდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის  განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძესთან და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორთან, ზაზა აბაშიძესთან შეხვედრაზე მიიღეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის სქემა განიხილეს, რაც  ახალ დებულებას, გაზრდილ სახელფასო განაკვეთებს და სტრუქტურულ საშტატო განრიგს მოიცავს. ასევე საუბარი შეეხო ცენტრისთვის შენობის გამოყოფის საკითხს.  პრემიერმა მოიწონა წინადადება, ყოფილი ეროვნული ბანკის შენობაში ხელნაწერთა ცენტრის განთავსებასთან დაკავშირებით.
„დღეს პრემიერ–მინისტრს  წარმოვუდგინეთ რეორგანიზების გეგმა, ახალი დებულებით, გაზრდილი სახელფასო განაკვეთებით და სტრუქტურული საშტატო განრიგით, რაც მისასალმებელია. ეს ხელს შეუწყობს ინსტიტუტის გამართულ და ორგანიზებულ მუშაობას. გამოვედით ინიციატივით, რომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დაუბრუნდეს კორნელი კეკელიძის სახელი. დღეს გახლავთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის იუბილე და გამოვდივართ ინიციატივით, რომ 30 ივნისი დაწესდეს ხელნაწერების დღე და მოგვეცემა საშუალება საზოგადოებასთან ერთად აღვნიშნოთ ეს დღესასწაული,“–განაცხადა თამარ სანიკიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის განმარტებით, პრემიერ–მინისტრს ის პრობლემური საკითხები გააცნო, რომლებიც  ყველაზე მეტად აწუხებს თანამშრომლებს.
„ყველაზე პრობლემური არის შენობის საკითხი. ჩვენ შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი, თუმცა ყველაზე მეტად პრემიერის მოწონება დაიმსახურა წინადადებამ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განთავსდეს ყოფილი ეროვნული ბანკის ისტორიულ შენობაში. არ მგონია, ვინმე შეეწინააღმდეგოს ამ აზრს, რომ ხელნაწერთა ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია განთავსდეს  უნიკალურ შენობაში. კიდევ ერთი საკითხი შევაჯერეთ–შეიქმნება ხელნაწერთა დაცვის სახელმწიფო ფონდი. სახელმწიფო იქნება მისი ფუძემდებელი და ეს ფონდი მოახდენს აკუმულირებას თანხების, რათა მომავალში ჩვენ დამოუკიდებლად შევძლოთ ხელნაწერთა შენარჩუნება, მათი შესწავლა და გამოცემა,“–აღნიშნა ზაზა აბაშიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics