15:31 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 18:06:56, 503 ნახვა

საზოგადოება
სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვებისათვის ბაღებში რეგისტრაციის წესი გამარტივდა

საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალური ბიუჯეტის ქვეშ მყოფ ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ვაუჩერული დაფინანსებისა და მიღება-ამორიცხვის წესი დაამტკიცეს.

აღნიშნული წესი ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს უფლებას აძლევს, ბავშვების ბაგა-ბაღებში გამარტივებული წესით დაარეგისტრირონ.

დღესვე, გაითვალისწინეს საკრებულოს ინიციატივა და ბაგა-ბაღებში გამარტივებული წესით რეგისტრაცია სტქიით დაზარალებული ბავშვებისთვისაც მოხდება.

„ეს წესი საშუალებას მოგვცემს მიმდინარე პროცესები იყოს დეცენტრალიზებული, მაქსიმალურად გამჭვირვალე და იმოქმედებს იმაზეც, რომ ხარისხი გაუმჯობესდება. ამასთან, უმნიშვნელოვანესი წესია იმ თვალსაზრისით, რომ საშუალებას გვაძლევს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს გამარტივებული რეგისტრაცია შესთავაზოს. მიღებული იქნება აუცილებლად და გათვალისწინებული საკრებულოს მიერ წარმოდგენილი ინიციატივა, 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულ ბავშვთა რეგისტრაციის გამარტივების შესახებ“, - განაცხადა ბაგა-ბაღებში მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნინო ბურძენიძემ.

მისივე თქმით, საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია ხვალიდან იწყება.

„ბაგა ბაღებში რესგისტრაცია  ორ ეტაპიანია. პირველ ეტაპზე რეგისტრირებული იქნებიან სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები და საბავშვო ბაგა ბაღების მომსახურების მსურველ ოჯახთა შვილები, რომლებიც უკვე სწავლობენ იმ კონკრეტულ საბავშვო ბაღში, ანუ დედმამიშვილები. მეორე ეტაპი დაიწყება 8 ივლისს და გაგრძელდება რეგისტრაციის ვაკანტური ადგილების ამოწურვამდე“, - აღნიშნა ბურძენიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თავდაცვის მინისტრი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო
შოლცი - გერმანია უკრაინისთვის Taurus-ების მიწოდებაზე უარს ამბობს, რადგან რუსეთსა და ნატოს შორის ომის თავიდან არიდებას ცდილობს
ნინო თანდილაშვილმა ბრიუსელში, გენერალური დირექტორატის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics