09:42 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 18:21:42, 590 ნახვა

ეკონომიკა
პირველ კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 464.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2015 წლის პირველი კვარტლის საგადასახდელო ბალანსის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

პირველ კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 464.8 მილიონი აშშ დოლარი (963.4 მლნ ლარი, პირველი კვარტლის მშპ-ს 14.1 პროცენტი) შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას აკისრია. საქონლით ვაჭრობის უარყოფითმა სალდომ 2015 წლის პირველ კვარტალში  წლიური 14.2 პროცენტიანი მატების შედეგად 970.7 მლნ აშშ დოლარი (2.0 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტის წლიური ზრდის ტემპი უარყოფითი იყო და 26.0 პროცენტს გაუტოლდა.  საქონლის იმპორტშიც ასევე 7.3 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა და პირველი კვარტლის იმპორტმა 1.7 მლრდ აშშ დოლარი (3.5 მლრდ ლარი) შეადგინა.

„მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2015 წლის პირველ კვარტალში იგი წლიურად 5.3 პროცენტით შემცირდა და 214.7 მლნ აშშ დოლარს (445.0 მლნ ლარს) გაუტოლდა. აქედან,  მომსახურების ექსპორტი 0.4 პროცენტიანი წლიური მატებით 602.3 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი) იყო, ხოლო მომსახურე­ბის იმპორტი 3.8 პროცენტი ზრდით 387.6 მლნ აშშ დოლარს (803.6 მლნ ლარი) შეადგენდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა (241.3 მლნ აშშ დოლარი ანუ 500.2 მლნ ლარი), 3.9 პროცენტიანი წლიური კლებით.

2015 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის ბალანსი  კვლავ უარყოფითი იყო და მან 38.7 მლნ აშშ დოლარი (80.2 მლნ ლარი) შეადგინა. შემოსავლის კრედიტმა 221.5 მლნ აშშ დოლარი (459.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2.8 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტი კი უფრო მნიშვნელოვანი, 20.0 პროცენტიანი, კლებით 260.2 მლნ აშშ დოლარს (539.3 მლნ ლარს) გაუტოლდა.

შემცირდა მიმდინარე ტრანსფერები, მიმდინარე ანგარიშის მსხვილი დადებითი კომპონენტი. პირველ კვარტალში წლიურმა კლებამ 6.9 პროცენტი შეადგინა და 329.9 მლნ აშშ დოლარს (683.9 მლნ ლარს) გაუტოლდა. კლება მეტწილად განაპირობა მუშაკთა გზავნილების 26.1 პროცენტიანმა შემცირებამ. 359.1 მლნ აშშ დოლარი (744.3 მლნ ლარი) იყო კვარტლის განმავლობაში მიღებული, ხოლო 29.1 მლნ აშშ დოლარი (60.4 მლნ ლარი) გაცემული ტრანსფერები.

კაპიტალური ტრანსფერების წმინდა შემოდინებამ მეოთხე კვარტალში 17.0 მლნ აშშ დოლარი (35.3 მლნ ლარი) შეადგინა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეოთხე კვარტალში 117.5 მლნ აშშ დოლარი (243.5 მლნ ლარი) შეადგინა1, რაც მშპ-ს 3.6 პროცენტია. პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძირითადად ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის და მშენებლობის სექტორებში განხორციელდა.

2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოდგენილია შემდეგი სახით: ინვესტიციამ სააქციო კაპიტალში შეადგინა 143.9 მლნ აშშ დოლარი (298.2 მლნ ლარი), რეინვესტირებულმა შემოსავალმა  80.6 მლნ აშშ დოლარი (167.0 მლნ ლარი),  ხოლო სხვა კაპიტალმა -49.0 მლნ აშშ დოლარი (-101.5 მლნ ლარი).

პორტფელის ინვესტიციების უარყოფითმა სალდომ 38.4 მლნ აშშ დოლარი (79.6 მლნ ლარი) შეადგინა. როგორც აქტივებში, ასევე პასივებში ცვლილებები უმნიშვნელო იყო.

სხვა ინვესტიციების სალდო 2015 წლის პირველ კვარტალში 175.4 მლნ აშშ დოლარს (363.6 მლნ ლარს) შეადგენდა. კვარტალის განმავლობაში უმნიშვნელოდ გაიზარდა აქტივები. ამასთან, გაზრდილი იყო ვალდებულებებიც 204.8 მლნ აშშ დოლარით (424.5 მლნ ლარი) მისი ყველა კომპონენტის ზრდის გამო.

სარეზერვო აქტივები 2015 წლის პირველ კვარტალში ოპერაციული ცვლილებით 184.8 მლნ აშშ დოლარით (383.0 მლნ ლარით) შემცირდა და 2.5 მლრდ აშშ დოლარი (5.5 მლრდ ლარი) შეადგინა“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics