" />
03:59 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 20:27:54, 496 ნახვა

ეკონომიკა
პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 151.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით 13.4 მლრდ აშშ დოლარი (29.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 82.8 პროცენტია.

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აქედან, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 5.1 მლრდ აშშ დოლარი (11.5 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 31.7 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.1 მლრდ აშშ დოლარი (9.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.1 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 232.0 მლნ აშშ დოლარი (516.9 მლნ ლარი; მშპ-ს 1.4 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 837.1 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.2 პროცენტი) და 588.1 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.6 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 2.8 მლრდ აშშ დოლარი (6.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.0 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 3.6 მლრდ აშშ დოლარი (7.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 22.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.8 მლრდ აშშ დოლარი (6.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.3 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 94.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით 8.8 მლრდ აშშ დოლარი (19.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 54.2 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.2 მლრდ აშშ დოლარია (7.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 20.0 პროცენტია.

2015 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 151.3 მლნ აშშ დოლარით (313.7 მლნ ლარით) გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 124.9 მლნ აშშ დოლარით (258.8 მლნ ლარით) გაიზარდა, სხვა ცვლილებების გამო - 94.6 მლნ აშშ დოლარით (196.1 მლნ ლარით) და ფასის ცვლილების გამო 45.8 მლნ აშშ დოლარით (94.9 მლნ ლარით). ამავე კვარტალში  საკურსო ცვლილების გამო მთლიანი საგარეო ვალი 416.6 მლნ აშშ დოლარით (863.5 მლნ ლარით) შემცირდა.

სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები საანგარიშო პერიოდში 177.0 მლნ აშშ დოლარით (366.9 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან, საკურსო და ოპერაციული ცვლილებების  შედეგად ვალი შესაბამისად 172.3 მლნ აშშ დოლარით (357.2 მლნ ლარით) და 33.9 მლნ აშშ დოლარით (70.2 მლნ ლარით) შემცირდა. ხოლო ფასის ცვლილების გამო 29.2 მლნ აშშ დოლარით (60.5 მლნ ლარით) გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 19.7 მლნ აშშ დოლარით (40.9 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან საკურსო ცვლილებების გამო კლებამ 12.0 მლნ აშშ დოლარი (24.9 მლნ ლარი) შეადგინა, ხოლო  ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 7.7 მლნ აშშ დოლარით (16.0 მლნ ლარით) შემცირდა. 2015 წლის პირველი კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 232.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 198.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

აღნიშნულ პერიოდში საბანკო სექტორის საგარეო ვალდებულებები 71.8 მლნ აშშ დოლარით (148.8 მლნ ლარით) გაიზარდა, აქედან 133.1 მლნ აშშ დოლარით (275.9 მლნ ლარი) ზრდა გამოწვეული იყო ოპერაციული ცვლილებებით, ხოლო ფასის ცვლილების გამო საბანკო სექტორის ვალდებულებები 2.9 მლნ აშშ დოლარით (6.0 მლნ ლარით) გაიზარდა. ამავე დროს,  საკურსო ცვლილებების გამო საბანკო სექტორის ვალი 64.2 მლნ აშშ დოლარით (133.1 მლნ ლარით) შემცირდა.

სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები 23.4 მლნ აშშ დოლარით (48.6 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან 26.0 მლნ აშშ დოლარით (54.0 მლნ ლარით) გაიზარდა არასაფინანსო  კორპორაციების საგარეო ვალდებულე­ბები, ხოლო არასაბანკო საფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულებები 2.6 მლნ აშშ დოლარით (5.4 მლნ ლარით) შემცირდა. სხვა სექტორების საგარეო ვალი ოპერაციული, სხვა და ფასის ცვლილებების გამო, შესაბამისად, 84.1,  18.7 და 13.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა (174.4, 38.7 და 28.4 მლნ ლარი), ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად, 93.1 მლნ აშშ დოლარით  (192.9 მლნ ლარით) შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში, უცხოური კომპანიათაშორისი სესხები 49.8 მლნ აშშ დოლარით (103.2 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან საკურსო და ოპერაციული ცვლილებების შედეგად კლებამ, შესაბამისად, 75.0 და 50.7 მლნ აშშ დოლარი (155.4 და 105.2 მლნ ლარი) შეადგინა, ხოლო სხვა ცვლილებების შედეგად ზრდამ 75.9 მლნ აშშ დოლარი  (157.4  მლნ ლარი).

საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულე­ბების მოცულობა 49.8 მლნ აშშ დოლარით (103.2 მლნ ლარით) შემცირდა და 12.7 მლრდ აშშ დოლარი (28.2 მლრდ ლარი) შეადგინა. ხოლო ეროვნული ვალუტით დენომინირებული ვალის მოცულობა 101.5 მლნ აშშ დოლარით (210.5 მლნ ლარით) შემცირდა და 773.2 მლნ აშშ დოლარი (1.7 მლრდ ლარი) შეადგინა.

 



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics