10:23 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 10:53:20, 818 ნახვა

ეკონომიკა
დღეიდან თამბაქოს ნაწარმზე ე.წ. ადვალური გადასახადი ამოქმედდა

დღეიდან თამბაქოს ნაწარმზე ახალი სახეობის ე.წ. ადვალური გადასახადი შედის ძალაში.

"საგადასახადო კოდექსში" შეტანილი ცვლილება 2015 წლის 1 ივლისიდან თამბაქოს ნაწარმზე (ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე) დამატებით აქციზის დაწესებას ითვალისწინებს - საცალო სარეალიზაციო ფასის 5 პროცენტის ოდენობით.

საუბარია ე.წ. ადვალურ, ანუ გადასახადის იმ სახეობაზე, რომელიც ამ შემთხვევაში ერთ კოლოფ სიგარეტზე 5%-ის დარიცხვას გულისხმობს.

„აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი დგინდება ამ საქონლის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებისა და საგადასახადო ორგანოში არსებული სხვა ინფორმაციის საფუძველზე არაუგვიანეს ყოველი წლის 1 დეკემბრისა და გამოიყენება მომდევნო წლის 1 იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში“, - აღნიშნულია საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - არჩევნები გადამწყვეტი იქნება, იმისთვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი
პრეზიდენტი - მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება
CBS News - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics