13:37 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 12:02:11, 468 ნახვა

საზოგადოება
საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები სამი დღის განმავლობაში საკონსულო მოსაკრებლისგან თავისუფლდებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მიმართავს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ქალაქ სალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს 1, 2 და 3 ივლისს საკონსულო მოსაკრებლის გადასახადისგან თავისუფლდება.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საბერძნეთში შექმნილ ფინანსურ ვითარებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საბერძნეთის რესპუბლიკაში შექმნილი ფინანსური ვითარების გამო, ითვალისწინებს, რა იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 1,  2 და 3 ივლისს საკნსულო მოსაკრებლის გადასახადისგან გათავისუფლდეს ყველა ის პირი, ვინც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მიმართავს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ქ. სალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს. საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ უფასოდ მიიღონ შემდეგი სახის საკონსულო მომსახურებები: საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის აღება; სანოტარო აქტი - მინდობილობის დამოწმება (საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმის წარმოების შესახებ); სანოტარო აქტი - ხელმოწერის დამოწმება (თანხმობა არასრულწლოვანი პირების მგზავრობის შესახებ, სახელის დარქმევის შესახებ); სხვადასხვა სახის ცნობები (ე.წ. ოჯახური შემადგენლობის შესახებ, იდენტურობის შესახებ); საკონსულო ლეგალიზაცია - დაბადების მოწმობის და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო და ქალაქ სალონიკში გენერალური საკონსულო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს - მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა შემცირდა - იდენტიფიცირებულნი იქნებიან პირები, რომლებიც მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ
ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება
„თიბისი ბანკის“ პარტნიორი ატელიე La Mode შოურუმს ხსნის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics