03:08 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 12:30:54, 363 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძე: საბერძნეთი ყველაზე ნათელი მაგალითია, თუ როგორ ამთავრებენ ცრუ დაპირებებით მოსული ხელისუფლებები

საბერძნეთი ყველაზე ნათელი მაგალითია მსოფლიოს უახლოეს პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუ როგორ ამთავრებენ და რა შედეგები მოაქვთ ხალხისთვის ცრუ დაპირებებით მოსულ ხელისუფლებებს, - ამის შესახებ ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარემ, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ „ექსპრესნიუსს“ საბერძნეთში არსებული კრიზისისა და მის საქართველოზე გავლენის საკითხის შეფასებისას განუცხადა.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ საბერძნეთში განვითარებული მოვლენები უარყოფითად პირველ რიგში, იქ მცხოვრები ქართველების შემოსავლებზე აისახება.

„საბერძნეთის პოპულისტი დემაგოგების მთავრობა გუშინ მოიქცა უპასუხისმგებლოდ. დღის ბოლომდე მას ჰქონდა შანსი, გადაეხადა გარკვეული თანხა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის, რათა კვლავ გაგრძელებულიყო დახმარების პროგრამა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასევე ევროკავშირიდან. მათ ეს არ გააკეთეს და მთელი ქვეყანა გაურკვევლობასა და ქაოსში ჩააგდეს. ის რომ 6 დღის განმავლობაში ბანკები არ გაიხსნება, არ არის საბოლოო მოცემულობა, 6 თვის შემდეგაც რა მოხდება, დღეს არავინ იცის, რადგან 5 ივლისს არის რეფერენდუმი და ამ რეფერენდუმის შედეგების მიხედვით იქნება შემდგომი რეაგირება ევროკავშირის მხრიდან. საბერძნეთი ყველაზე ნათელი მაგალითია მსოფლიოს უახლოეს პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუ როგორ ამთავრებენ და რა შედეგები მოაქვთ ხალხისთვის ცრუ დაპირებებით მოსულ ხელისუფლებებს. საბერძნეთში ცხოვრობს 150 ათასი ქართველი, უმეტესობა არალეგალი, რომელთაც არ შუეძლიათ თავისუფალი გაადგილება ევროპის ქვეყნებში და ახალი სამუშაოს შოვნა, ასეთ პირობებში ადაპტირება ძალიან ძნელია. არის საფრთხე რომ შემცირდება სამუშაო ადგილები, რადგან ბერძნებს შემოსავლები შეუმცირდებათ. ქართველები ძირითადად სპეციფიკურ სამუშაოს ასრულებენ და ამ ადამიანების შემოსავლების კლება პირდაპირ აისახება ქართველების მდგომარეობაზე, ბევრი სამუშაოს დაკარგავს. საქართველოზე ამ პროცესებს შიდა გავლენაც ექნება, ეს გავლენს მოახდენს იმ ადამიანებზე, ვინც თავს იქიდან გადმორიცხული ფულით ირჩენს. ეს თვეში დაახლოებით 15 მილიონი დოლარია. სამომავლოდ პრობლემა იქნება იმ ადამიანების დასაქმება, ვინც საბერძნეთში სამუშაოს დაკარგავს და საქართველოში დაბრუნდება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების შემცირების გავლენას ლარის კურსზე, გოცირიძის შეფასებით, გადმორიცხვების შემცირება ვალუტის კურსზე არ აისახება. მისი პროგნოზით, საბერძნეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები 10-დან 15 მილიონის ფარგლებში შენარჩუნდება. ცნობისთვის, საბერძნეთი საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობით მეორე ადგილზეა. მაისში ქვეყანაში საბერძნეთიდან 15,3 მილიონი დოლარი შემოვიდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics