19:44 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 14:26:13, 655 ნახვა

საზოგადოება
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ინფორმაციით, ბეჟან გუნავა დააკავეს

პარტია "თავისუფალი საქართველოს" გენერალური მდივანი  ალექსანდრე შალამბერიძე გარდაიცვალა. მას გუშინ ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა, რასაც გართულებები მოჰყვა და დაიღუპა.

ალექსანდრე შალამბერიძე  საქართველოს პარლამენტის ორგზის წევრი იყო. დაიბადა 1958 წელს; დაამთავრა თბილისის 57-ე სკოლა, 1979 წელს დაამთავრა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი. 1991-1992 წლებში გაიარა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურა. 1990 წლიდან იყო „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ აღმასრულებელი მდივანი 2004 წლამდე. 1980-1990 წლებში მეცნიერ თანამშრომელი; 1991-1992 წლებში ვაკის რაიონისა და თბილისის საკრებულოს წევრი; 1991 წლიდან — პრეზიდენტის რეგიონალური სამსახურის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი; 1996-1999 წლებში — თბილისის მერიის განყოფილების გამგე; 1997-1998 წლებში — ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; 1999-2008 წლებში — საქართველოს პარლამენტის წევრი, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, 2004-2009 წლებში იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი. მრავალი საპროტესტო აქციის მონაწილე და ორგანიზატორი, პუბლიცისტური წერილების ავტორი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
დომინიკის სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის აკრძალვა გააუქმა
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაციის პროცედურა დაიწყეს
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისების ნიშნავს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics