13:49 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 18:40:53, 331 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: თავდაცვის სამინისტროში იმ ადამიანის ადგილი არაა, ვინც შესაძლოა ადამიანების წამების ორგანიზატორი, ან შემსრულებელი ყოფილიყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მოკლული პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის მეუღლის,  ნანა თეთრაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც ნანა თეთრაძე აცხადებს, მისი  მეუღლე ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას თვალწინ აწამეს, ჯაშუშობა რომ ვერ აღიარებინეს, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს და წამებით მოკლეს.  მისივე თქმითვე,  ადამიანები, რომლებიც მისი ქმრის წამებაში მონაწილეობდნენ, თავდაცვის სამინისტროში ახლაც თანამდებობებზე არიან.

თინა ხიდაშელის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროში, ისევე როგორც არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში,  არ არის ადგილი არც ერთ ადამიანის,  ვინც შესაძლოა ორგანიზატორი, თანამონაწილე,  ან შემსრულებელი ყოფილიყო ადამიანების წამებისა და მკვლელობის უმძიმეს დანაშაულებში. 

"დღეს გავეცანი ამ ინფორმაციას.
ჩემი როგორც მოქალაქის, იურისტის და პოლიტიკოსის პოზიცია უკვე მრავალი წელია საყოველთაოდ ცნობილია და ვფიქრობ განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი.
ამჯერად უკვე როგორც თავდაცვის მინსტრმა მინდა მივმართო ყველას, ვისაც შესაძლოა რაიმე მტკიცებულება, მამხილებელი მასალები, ინფორმაცია, დოკუმენტები გააჩნდეს წარსულში, თავდაცვის სამინისტროში ამ ან სხვა მსგავსი დანაშაულების შესახებ. 
თავდაცვის სამინისტროში, ისევე როგორც არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში არ არის ადგილი არც ერთ ადამიანის ვინც შესაძლოა ორგანიზატორი, თანამონაწილე ან შემსრულებელი ყოფილიყო ადამიანების წამებისა და მკვლელობის უმძიმეს დანაშაულებში. სახელმწიფოს პასუხი ასეთ შემთხვევბში სრულიად ცალსახა უნდა იყოს და ამ ადამიანებმა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი",-ნათქვამია თინა ხიდაშელის განცხადებაში.

ამასთან, თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მისთვის, როგორც უწყების ხელმძღვანელისთვის, სრულიად მიუღებელია  დაუსაბუთებელი ბრალდება,  რომელიც  სამინისტროს  დისკრედიტაციას ახდენს და უწყებისა   და  ყოველი თანამშრომლის ღირსების  დასაცავად ყველაფერს გააკეთებენ.

"ამასთანავე, ჩემთვის როგორც თავდაცვის მინისტრისთვის სრულიად მიუღებელია ნებისმიერ დაუსაბუთებელი ბრალდება რომელიც ამ დაწესებულების დისკრედიტაციას ახდენს და სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს მისი როგორც უწყების, ასევე ყოველი თანამშრომლის, ოფიცრის ღისების დასაცავად. 
შესაბამისად, მინდა მივმართო ნებისმიერ ადამიანს, ვინც ფიქრობს რომ აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, უტყუარი ინფორმაცია წარსულში ჩადენილი რომელიმე დანაშაულის შესახებ მოგვაწოდონ სამინისტროში. 
პირადად ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისათვის ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია, ვიდრე ვიდგე უწყების ღირსების სადარაჯოზე და შესაბამისად, უმწიკვლოდ ვემსახუროთ საქართველოს. 
სწორედ ამიტომ მზად ვარ ხვალიდან შევხვდე ნებისმიერ ადამიანს ვინც კიდევ ერთხელ ვაცხადებ ფლობს მტკიცებულებებს, უტყუარ ინფორმაციას და დაგვეხმარება დამნაშვეების დასჯასა და მსგავსი ტიპის მძიმე საქმეებზე პასუხის გაცემაში",-წერს თინა ხიდაშლი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთმა შესაძლოა გააუქმოს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ტერაქტების საფრთხის გამო
გარემოს ეროვნული სააგენტო - 30-31 მარტს და 1 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
მაკრონი - პუტინის მოწვევა „დიდი ოცეულის“ სამიტზე შესაძლებელი მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის თანხმობით იქნება
სააგენტო - იური ნოზაძემ აშშ-ში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics