04:18 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 20:40:18, 350 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი თურქმენ კოლეგას რაშიდ მერედოვს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს, როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალურ კონტექსტში. ხაზი გაესვა ორ სახელმწიფოს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.

საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი ორი სახელმწიფოს პოზიციათა თანხვედრას ენერგომატარებლების ტრანზიტისა და სატრანსპორტო დერეფნების როლთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ორი ქვეყნის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისათვის მზადყოფნას. განხილული იქნა ასვე  ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

მინისტრებმა გამოთქვეს რწმენა, რომ თურქმენეთის პრეზიდენტის მომავალი ვიზიტი საქართველოში გახდება ისტორიული საწყისი ორ ქვეყანას შორის ურთიერთქმედების ყველა დონეზე ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებისა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics