08:40 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 09:39:29, 721 ნახვა

საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2015 დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

აბიტურიენტები საქართველოს მასშტაბით არსებულ 19 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად გაივლიან საგამოცდო პროცესს.

განათლებისა და მეცნიიერების სამინისტროს ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები 11 დიდ ქალაქშია გახსნილი და ყველაგან შექმნილია შესაბამისი გარემო აბიტურიენტების მისაღებად, მობილიზებულია ყველა აუცილებელი სამსახური, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 40 000 - მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული, თუმცა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, დაახლოებით 1 300 მეთორმეტეკლასელი პროცესს გამოეთიშა. მათ ატესტატის აღება ვერ მოახერხეს.

გამოცდებისთვის რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა ასეთია: ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 40 000-მდე აბიტურიენტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის 4 000-ზე მეტი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500-ზე მეტი კანდიდატი, ხოლო პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე რეგისტრირებულია 17 000-ზე მეტი პედაგოგი.

აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა, საგამოცდო ბარათი, სურვილის შემთხვევაში პლასტმასის ბოთლით წყალი და პირადი ჰიგიენის ნივთები. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics