02:23 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 09:42:34, 362 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს თურქმენეთის პრეზიდენტი ეწვია

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ჩამოვიდა.

ბერდიმუჰემედოვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და  პრეზიდენტის მრჩევლები გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფხალაძე დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას  ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებული შემადგენლობით შეხვდება. დაგეგმილია ერთობლივ დოკუმენტზე ხელმოწერაც.  ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, საქართველოსა და  თურქმენეთის პრეზიდენტები  პრესისათვის განცხადებებს გააკეთებენ. თურქმენეთის პრეზიდენტი გმირთა მოედანზეც გაემგზავრება, სადაც საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შემკობს.

 ამასთან, გურბანგული ბერდიმუჰამედოვისთვის საპატიო აკადემიკოსის წოდების მინიჭებაც იგეგმება.

თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოს 3 ივნისს დატოვებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics