17:53 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 11:10:29, 496 ნახვა

სამართალი
შსს-მ ტრეფიკინგის ფაქტზე უზბეკეთის მოქალაქე დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის სამმართველოს დასავლეთ რეგიონალური განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული დილრაბო ა. ტრეფიკინგის ბრალდებით ბათუმში, გონიოს დასახლებაში დააკავეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2013 წლის 4 აგვისტოს უზბეკეთის რესპუბლიკიდან ბათუმში საცხოვრებლად და სამუშაოდ მოტყუებით ჩამოიყვანა 1984 წელს დაბადებული უკადდამ ტ. და გონიოს დასახლებაში მდებარე ნაქირავებ ბინაში მოათავსა. შემდეგ უკანონოდ მიითვისა მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და შანტაჟით, იძულებით ჩააბა პროსტიტუციაში. დილრაბო ა. უკადდამ ტ-ს მიერ პროსტიტუციის შედეგად გამომუშავებულ თანხებს 2013 წლის 7 ნოემბრამდე ითვისებდა, რაც დაზარალებულის განცხადებით ათი ათას დოლარამდე თანხას მოიცავდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამ თანხის მიღების შემდეგ ბრალდებულს და დაზარალებულს ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონდათ, ამავე დროს დაზარალებული ბათუმში ცხოვრებას განაგრძობდა. ტრეფიკინგის სავარაუდო ფაქტის შესახებ სამართალდამცველებისთვის 2015 წლის დასაწყისში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გახდა ცნობილი და ასევე დადგინდა, რომ ამა წლის თებერვალში დილრაბო ა-მ. უკადდამ ტ-ს სიტყვიერი მუქარის მეშვეობით კვლავ მოსთხოვა გარკვეული ოდენობის თანხა, ვითომდა ძველი ვალის დაბრუნების მოტივით. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების და საქმეზე მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების შედეგად სამართალდამცველებმა დილრაბო ა-ს ბრალეულობა გამოავლინეს, ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს და დააკავეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით ტრეფიკინგის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება
გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics