05:12 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 12:40:00, 323 ნახვა

პოლიტიკა
დავით პატარაია: მნიშვნელოვანია, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში, როცა რუსეთთან პირისპირ ვართ, ბევრი ახლობელი გვყავდეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას შეფასებით, თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გაძლიერებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

ამის შესახებ დავით პატარაიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, იმ სიტუაციაში, როდესაც საქართველო რუსეთთან პირისპირაა, მნიშვნელოვანია, რომ ბევრი მეგობარი ქვეყანა ჰყავდეს არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ აღმოსავლეთშიც.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ვიზიტს საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გაძლიერებისათვის. თურქმენეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფო საქართველოსი. ის არის საკვანძო აბრეშუმის გზის განვითარების თვალსაზრისით. გზისა, რომელმაც უნდა გაიაროს საქართველოზე, რომელმაც ძალიან ბევრი პოლიტიკური, მათ შორის უსაფრთოების თვალსაზრისითაც, ეკონომიკური სარგებელი უნდა მოუტანოს ქართულ საზოგადოებას. ამ ვიზიტს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან როცა გეოპოლიტიკური როლი ვახსენე, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ არის უზარმაზარი რეზერვები და რესურსები, რომელიც თავად თურქმენეთს აქვს. პრაქტიკულად, ეს არის მართლაც საკვანძო ქვეყანა როგორც ევროპისკენ, ისე ევროპიდან, ტვირთების გადაზიდვისთვის საქართველოს გავლით, თავი რომ დავანებოთ კიდევ ძალიან ბევრ ნიუანსს. ალბათ ყველა ხვდება, თუ რა მნიშვნელობა აქვს, რომ ბევრი ახლობელი გვყავდეს ასეთ რთულ სიტუაციაში, როცა ვართ პირისპირ რუსეთთან, არ დავრჩეთ პირისპირ რუსეთთან. როგორც ევროპა გვიდგას გვერდით და დასავლეთი, ასევე აღმოსავლეთი გვედგეს“,-განაცხადა დავით პატარაიამ. გურბანგული

ბერდიმუჰამედოვი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 3 ივლისს დატოვებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics