20:49 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 13:15:04, 614 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ ენერგეტიკულ ბიზნესფორუმს უმასპინძლა

„თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში საქართველო–იტალიის პირველი ენერგეტიკული ბიზნესფორუმი გაიმართა. 

ფორუმი „თბისი ბანკის“ მხარდაჭერით ჩატადა და მისი ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდი (GEDF) და იტალიური საკონსულტაციო კომპანია „Nomisma Energia“. 

ფორუმი საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გახსნა. სიტყვით გამოვიდა ასევე იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი. ფორუმს ესწრებოდნენ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე და წევრები, ასევე გენერალური დირექოტორი. 

ფორუმში მონაწილეობდნენ ენერგეტიკის სფეროში იტალიური საკონსულტაციო კომპანია „Nomisma Energia“–ს მიერ მოწვეული იტალიური კომპანიები, რომლებიც ამ სფეროში, როგორც თიბისი ბანკში აცხადებენ, პოტენციური ინვესტორები არიან. 

„მოხარული ვართ, რომ უკვე მეორედ ვმასპინძლობთ ენერგეტიკის თემაზე საერთაშორისო ფორუმს. ვფიქრობთ, ამ სექტორს საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს საქართველოში, ამიტომ მნიშვნელოვანია რომგორც საჯარო სექტორის, ისე კერძო სექტორის გააქტიურება ამ მიმართულებით“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

ამასთან, როგორც „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე დავით წიკლაურმა აღნიშნა, „თიბისი ბანკმა“ რამდენიმე ჰესის მშენებლობის პოექტი განახორციელა და ამ მიმართულებით მუშაობას ისევ გააგრძელებს. 

„მოხარულები ვართ, რომ ასეთი ღონისძიებები ტარდება ჩვენთან. ის პროექტები, რომლებიც განვახორციელეთ, მოიცავს რამოდენიმე როგორც მცირე, საშუალო, ასევე დიდი ზომის ჰესებს. ამ სფეროში მოღვაწეობას გავაგრძელებთ. ბოლო 3–4 წელიწადში 150 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროექტი განხორციელდა, დაფინანსების ნაწილში, კი თანხის ნაწილი ამის ნახევარი მაინც იქნებოდა“, – აცხადებს დავით წიკლაური.  

აქვე, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ იტალიური კომპანიები, ენერგეტიკის სფეროში სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში ჩაერთვებიან. 

„იტალიური კომპანიები საქართველოში, ჩვენ დარგში ნაკლებად არიან შემოსულები. დღეს, ჩვენ საშუალება გვაქვს გავაცნოთ ამ დარგში არსებული სიტუაცია. დარწმუნებული ვარ, ისინი ჩაერთვებიან სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში.  ენერგეტიკა არის ქვეყანაში ერთ–ერთი წამყვანი დარგი, ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ–ერთი პრიორიტეტი, რადგან ენერგეტიკის განვითარებაზეა  დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა. ამიტომ ჩვენ, ამ მიმართულებით ძალიან ბევრ საინტერესო, მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ ასეთი პროექტები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.  საქართველო ძალიან მდიდარია წყლის რესურსებით და ამას უნდა რაციონალური გამოყენება. ქარის ელექტროსადგურების განვითარება არის ძალიან აქტუალური თემა. დარწმუნებული ვარ, კომპანიები ამ მიართულებითაც ძალიან დიდ ინტერესს გამოიჩენენ“, – აღნიშნა კალაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics