02:22 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 15:18:42, 464 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია თვითმმართველობის რეფორმების შეფასებასთან დაკავშირებულ შეხვედრას დაესწრო

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველომ“ სასტუმრო „რადისონში“ ადგილობრივი თვითთმართველობის რეფორმების შეფასების ანგარიში წარადგინეს.

შეხვედრას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება.

„ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა საქართველოში მუდმივად ვითარდებოდა და ახლაც ის ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირდაპირი გზით მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევა, გამოიყო ახალი ადგილობრივი თვითმმართველობებიც, რითაც კიდევ უფრო დიდი ნაბიჯები გადაიდგა მათი დამოუკიდებლობისაკენ. ამ ანგარიშში მოცემულია აღნიშნული სისტემის მიერ დღემდე განვლილი ეტაპები, რაც ძალიან საინტერესო პროცესი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

აღნიშნული ანგარიში 2013 წელს დაწყებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისთვის“ - ფარგლებში მომზადდა და მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითთმართველობის რეფორმის მხარდაჭერას, ამ სფეროში არსებული სიტუაციის ანალიზსა და რეფორმების მონიტორინგს.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics