20:50 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 16:25:09, 816 ნახვა

ეკონომიკა
„გორგიამ“ პრემიუმ კლასის იტალიური შოურუმი გახსნა

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტმა „გორგიამ“ წერეთლის #140-ში მდებარე ფილიალში ინტერიერის დიზაინის იტალიური შოუ-რუმი „გორგია პრემიუმი“ გახსნა.

შოუ-რუმში იტალიური ბრენდების პროდუქცია - აბაზანა და სველი წერტილები, იატაკი, ფილები, ავეჯი, კარი, შპალერი, განათება და აქსესუარებია წარმოდგენილი.

„გორგია პრემიუმის“ გახსნის ღონისძიებას საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოსული ევროპული ცნობილი ბრენდების - Marazzi, Duravit, Nobili, IBERO, Grohe - დიზაინერები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„გორგია პრემიუმის“ იტალიური შოუ-რუმი საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული.

„დღევანდელი გახსნა ეძღვნება ამ ბრენდების წარმოჩენას საქართველოში, ეს არის იტალიური ბრენდები. „გორგია“ აქამდეც თანამშრომლობდა სხვადასხვა ბრენდებთან, ახლა კი ეს არის ახალი სფერო, ახალი ნიშა, სადაც თავის დამკვიდრებას ვგეგმავთ. აქ ადამიანს შეუძლია შეიქმნას ინტერიერი, საკუთარი გარემო“, - განაცხადა „გორგიას“ კატეგორიის მენეჯერმა ევროპის მიმართულებით დარეჯან ქვათაძემ.

„თავად შოურუმის სახელწოდებაც მიგვანიშნებს, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული მასალები განსაკუთრებული და გამორჩეულია. ექსკლუზიურ ბრენდებს „გორგიაც“ ექსკლუზიურად გთავაზობთ. განსაკუთრებული აქცენტია გადატანილი როგორც ხარისხზე, ასევე, პრემიუმ კლასის მომსახურებაზე, რაც შეკვეთილი პროდუქციის დროის მოკლე მონაკვეთში ჩამოტანას გულისხმობს“, - განაცხადა „გორგიას“ დამფუძნებელმა გია გორგოშაძემ.

ღონისძიების დასასრულს კი რომის მიმართულებით ორ კაციანი საგზური გათამაშდა. რომაული არდადაგები 11 წლის ლიზი გუგეშაშვილმა მოიგო, რომელიც ცნობილი დიზაინერის ლალი შაშიაშვილის შვილია.

„თავიდან ვერც კი დავიჯერე, გული ამიკანკალდა“... - ემოციები ვერ დამალა პატარა ლიზიმ, რომელიც „გორგია პრემიუმის“ წყალობით რომაულ არდადაგებს დედასთან ერთად გაატარებს.

ცნობისთვის, ამიერკავკასიაში პირველი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „გორგია“ წერეთლის 140-ში მდებარეობს და საქართველოს ბაზარზე 1998 წლიდან ფუნქციონირებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღაზას ჯანდაცვა - გასულ დღეს ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 71 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც
მილერი - მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება მოქალაქეების უმრავლესობის სურვილს
მელია - რუსებს ჰგონიათ, რომ თუ შეგვიყვანენ რამდენიმე ეტაპიან ბრძოლაში, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით
„ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა“ პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics