03:57 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 17:30:54, 624 ნახვა

საზოგადოება
მედიაციის სახლის „ახალგაზრდულ კლუბში“ ახალი პროექტები დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში ახალი პროექტები დაიწყო.

ცენტრის ინფორმაციით, „ახალგაზრდული კლუბის“ წევრებისთვის „კონფლიქტების მართვისა“ და „ცხოვრების ჯანსაღი წესის“ შესახებ ტრენინგები იმართება.

შეხვედრები ყოველკვირეულად ჩატარდება და მოზარდებს საშუალება ექნებათ, ერთი მხრივ დაეუფლონ კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანად მოგვარების ხერხებს და მეორე მხრივ, გაეცნონ ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობასა და მის არსს. ტრენინგებს 20 ბენეფიციარი დაესწრება. 

„კონფლიქტების მართვის“ ტრენინგზე განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა კონფლიქტის ბუნება, მისი წარმოშობის მიზეზები, კონფლიქტის ტიპები, მისი განვითარების მოდელები, კონფლიქტურ სიტუაციაში მოქცევის სტრატეგიები. რაც შეეხება „ცხოვრების ჯანსაღი წესის“ ტრენინგებს, ამ შემთხვევაში მოზარდები გაეცნობიან ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მავნე ზეგავლენას, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელობას.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა დანაშაულის ჩადენის რისკფაქტორების მქონე არასრულწლოვნებთან დაკავშირებული პროგრამებისა და პროექტების შემუშავება, განხორციელება, დანაშაულის გამომწვევი ფაქტორების შემცირება.

ცნობისთვის, „ახალგაზრდული კლუბის" მისიაა არასრულწლოვნებში დანაშაულის თავიდან არიდება და ჯანსაღი საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა. კლუბში ხორციელდება სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული აქტივობები, სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics