21:49 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 21:34:12, 368 ნახვა

პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: რაც არასწორად გავაკეთე, პირადად ჩემი ბრალია

"ჩემი შემცვლელი, ელჩი იან კელი და მისი მეუღლე ფრანჩესკა გააგრძელებენ ამ დინამიურ ურთიერთობებს იმ წერტილიდან, სადაც მე და მერი გავჩერდებით." -  ამის შესახებ, აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა  აშს-ს სადმი მიძღვნილ დაბადების დღის ღონისძიებაზე განაცხადა.

ნორლანდის თქმით, ახალ ელჩს საელჩოში შესანიშნავი პროფესიონალების გუნდი დახვდება.

"რთულია, საკმარისი მადლიერება გამოხატო ჩემი ამერიკელი კოლეგების მიმართ, რომლებიც აშშ-ის მთავრობის სხვადასხვა უწყებებს წარმოადგენენ, ისევე როგორც ერთგული ადგილობრივი თანამშრომლების მიმართ, რომელთა მრავალწლიანი გამოცდილება და მხარდაჭერა სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი მისიისთვის.
მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემ მეუღლე მერის მადლობა გადავუხადო მისი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის. მისი რჩევები ყოველთვის ძალიან საჭირო იყო ჩემთვის. რაც მიგაჩნიათ, რომ ამ სამი წლის განნმავლობაში კარგად გავაკეთე, მისი დამსახურებაა. რაც არასწორად გავაკეთე, პირადად ჩემი ბრალია.
მივმართავ ჩვენ მეგობრებს საქართველოს ყველა კუთხიდან. წინასწარ გიხდით მადლობას, რომ იანსა და ფრანჩესკას მსოფლიოში განთქმულ ქართულ მასპინძლობას გაუწევთ, ზუსტად ისე, როგორც ეს გვაგრძნობინეთ მე და მერის და ყველა ამერიკელ თანამშრომელს ჩვენ საელჩოში.
გისურვებთ წარმატებას უფრო მტკიცე, უფრო აყვავებული, უფრო უსაფრთხო ქართული სახელმწიფოს შექმნაში. გთხოვთ გახსოვდეთ, სადაც არ უნდა ვიყოთ, საქართველოს მცირე ნაწილი მუდამ ჩემი და მერის გულში დარჩება."-განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს
მდინარაძე ინ ვიტროზე - საკამათო გახდა, მარტოხელა ქალს უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics