18:53 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 10:57:33, 583 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები ახალგაზრდულ კვირეულში ჩაერთვნენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ჯონი კვინიკაძე და „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ნინო ვადაჭკორია “CYNC კვირეულს“ დაესწრნენ.

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“ მიმდინარე კვირეულის ფარგლებში 13-14 წლის ასაკის მოზარდები  სხვადასხვა სახის გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობენ. აქტივობებში თანატოლებთან ერთად დანაშაულის პრევენციის ცენტრის 20 ბენეფიციარიც მონაწილეობს. 

კვირეულის მიზანია აქტიური მოქალაქეობისა და არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია.

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ ნინო ვადაჭკორიამ სტუმარს კვირეულის პროგრამა და მიზნები გააცნო,  ახალგაზრდებს წარმატება უსურვა. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ კვირეულის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრა.

კვირეულის აქტივობები ეძღვნება ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა, სოციალური/პიროვნული უნარები, ბავშვის უფლებები, მოხალისეობა, ეკოლოგია, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სხვა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics