00:30 - 09 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 12:40:49, 342 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: პოლიტიკური ნიშნით ადამიანების შერჩევა, მათი დაწინაურება, ან სამსახურიდან გაშვება, უნდა დავასრულოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას  საჯარო სამსახურის ახალი რეფორმის  შესახებ ისაუბრა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პროფესიული საჯარო სამსახურის შექმნა, სადაც ადამიანების  მიღება, დაწინაურება,  პროფესიული და არა პოლიტიკური ნიშნით მოხდება, მათი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საჯარო სამსახურის ახალი რეფორმა  პროფესიული, ევროპული, ცივილიზებული საჯარო სამსახურის შექმნას უზრუნველყოფს.

"მინდა ვისაუბრო საჯარო სამსახურის შესახებ რეფორმის დაწყებაზე. ეს  იყო ჩვენი წინასაარჩევნო დანაპირები, რომ შევქმნიდით პროფესიულ საჯარო სამსახურს და ეს იქნებოდა კარიერაზე, კარიერულ წინსვლაზე დაფუძნებული სამსახური და სწორედ ეს რეფორმა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც  ჩვენი მთავრობის პირობებში დაიწყო და მივა ბოლომდე. ეს იყო სერიოზული გამოწვევა ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის და თქვენ გახსოვთ ყველას, რომ წინა ხელისუფლების  დროს ხდებოდა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების შერჩევა,  მათი დაწინაურება და არ ხდებოდა  პროფესიული ნიშნით ადამიანების დაწინაურება.ასევე, ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ადამიანების გაშვებას სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით, და ეს უნდა დავასრულოთ ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა შევქმნათ პროფესიული საჯარო სამსახური. მინდა,  დიდი მადლობა  გადავუხადო საჯარო სამსახურის ბიუროს, ეკა ქარდავას, ასევ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, მაია ცქიტიშვილს, მათ ძლიან დიდი სამუშაო ჩაატარეს, მინდა  მადლობა ვუთხრა ევროკავშირს, ყველას,  ვინც ჩართული იყო ამ კანონპროექტის მომზადების საქმეში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ევროკავშირის და კერძოდ, ვიზალიბერალიზაციის და ჩვენ ამას ვადაზე ადრე დავასრულებთ. ეს ვალდებულებაც შესრულებული იქნება",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში  გადაიგზავნება, სადაც მისი განხილვა დაიწყება.

"პარლამენტი  მიიღებს ამ კანონს, რომელიც იქნება უპრეცედენტო და ვიტყოდი, რევოლუციური. ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდება მთელი ეს სისტემა და შეიქმნება პროფესიული, ევროპული, ცივილიზებული საჯარო სამსახური",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, კანონი ახლებურად არეგულირებს საჯარო სამსახურის ფარგლებს, აკონკრეტებს საჯარო მოსამსახურეთა ცნებებს და კატეგორიებს, პრინციპებს საჯარო სამსახურში მიღების, დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასების სისტემების შექმნისათვის. იგი ქმნის მყარ სამართლებლივ საფუძველს და აკონკრეტებს დისციპლინური წარმოების  სამართლიანი მექანიზმს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯაფარიძე - ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ თანაორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს
ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ
ლადო აფხაზავაზე თავდამსხმელი 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics