16:05 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 13:12:19, 637 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, 6 თვის მაჩვენებლით, 2015 ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა.

როგორც მან, მთვრობის სხდომაზე აღნიშნა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 252 მილიონიანი გადაჭარბებით შესრულდა.

"ნომინალში ამ თანხამ შეადგინა 4 მილიარდ 787 მილიონი. გადაჭარბების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 5.9%-ს... ძალიან მაღალი შესრულების მაჩვენებელია წინა წლებთან შედარებით, 6 თვის მაჩვენებელზე მაქვს საუბარი. საგადასახადო შემოსავლები სახელმწუფო ბიუჯეტში გადაჭარბებულია 80 მილიონი ლარით, 76.9 მილიონი ლარით. პრიცენტულად 2%-ზე მეტს შეადგენს 6 თვის მაჩვენებლებით. წლიურ გეგმასთან მიმართებაში 47% არის", - აღნიშნა ყავლაშვილმა.

რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, ყავლაშვილის თქმით, წინა წლების მაჩვენებლებს, 3%-ით აღემატება.

"ხარჯვითი ნაწილი შესრულებული იყო 96%-ით, წლიური მაჩვენებლის 46%. ესეც წინა 3 წელთან შედარებით დაახლოებით 3 %-ით აღემატება წინა წლების პროცენტულ მაჩვენებლებს",-განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველო თამბაქოს გარეშე
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა
მერია - N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა
პრემიერი - გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი დამნაშავეობა დაადასტურა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics