13:56 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 14:08:54, 362 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე: რუსეთთან მარტივად არაფერი ხდება

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადვენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, რომლითაც რუსეთს ეთნიკურად ქართველების უფლებების დარღვევების გამო კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, მარტივი არ არის.

როგორც მან ჟურბალისტებთან საუვბრისას აღნიშნა, კომპენსაციის ოდენობის დადგენაზე ქვეყნების იუსტიციის სამინისტროები მუშაობენ.

"სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო ჩვენი წარმატება და მხარეები, იუსტიციის სამინისტროები უნდა შეთანხმდნენ კომპენსაციის ოდენობაზე, სამწუხაროდ ჯერ ეს არ მომხდარა, და ჩვენს გამო ეს არ მომხდარა. მოგეხსენებათ, რუსეთთან მარტივად არაფერი ხდება. პოლიტიკურად ეს ჩვენთვის ძალიან სერიოზული წარმატებაა. ჩვენ ამ თემას პრაღის ფორმატში არ განვიხილავთ, იმიტომ რომ სასამართლომ დაადგინა, რომ ამაზე იუსტიციის სამინისტროებმა უბდა იმუშაონ",-განაცხადა აბაშიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრემიერი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ე.წ. ლიბერალების თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა
ორბანი კობახიძეზე - ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა
სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics