11:26 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 14:50:15, 504 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრი სტიქიით დაზარალებულთა არტ-სკოლას ეხმარება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები საზაფხულო არტ-სკოლა „ღია წრეს“ ეხმარებიან.

სააგენტოს ინფორმაციით, „ღია წრე“ მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივაა, რომელიც 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული ბავშვებისთვის საზაფხულო არტ-სკოლის შექმნას ითვალისწინებს.

 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა იმ ფულით, რომელიც დაზარალებულთა დასახმარებლად შეაგროვეს, ბავშვებს ფუნჯები, აკვარელი, აკრილი, ფერადი ფურცლები, პასტელები, თიხა, საკანცელარიო და ის სხვა ნივთები შეუძინეს, რომელიც სკოლას ფუნქციონირებისთვის სჭირდებოდა. ამას გარდა, სააგენტო „ღია წრეს“ სასწავლო პროცესის ფოტო და ვიდეო გადაღებითაც უზრუნველყოფს.

 წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ბავშვების მხარდასაჭერად სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები - ფსიქოლოგები, მხატვრები, მწერლები, მოცეკვავეები და ა.შ. შეიკრიბნენ. მათი ინიციატივით არტ-სკოლაში ერთი თვის განმავლობაში კვირაში სამჯერ ბავშვებისთვის სახალისო-შემეცნებითი აქტივობები იმართება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პროკურატურა - როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics