10:05 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 15:12:36, 325 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: თურქმენული მხარის მიერ ყველაზე დიდი ინტერესი საქართველოს ლოჯისტიკურ ცენტრად ფორმირებაზე გამოიხატა

ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტის დასრულების შემდგომ საქართველო-თურქმენთის ურთიერთობები განსაკუთრებით ახალ სტადიაზე გადადის. 
როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა,  თურქმენეთისთვის საქართველო განხილულ იქნა უმთავრეს პარტნიორად სატრანსპორტო-ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში. 
„უმთავრესი  რაც თამამად  შეიძლება ითქვას, არის ის, რომ  თურქმენეთის  პრეზიდენტის ვიზიტის შემდგომ საქართველოს და თურქმენეთის 
 ურთიერთობები განსაკუთრებით სატრანსპორტო- ეკონომიკურ თანამშრომლობის სფეროში  აბსოლუტურად ახალ სტადიაზე გადადის.  უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტების დონეზე, მიღწეულია და არსებობს  პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ თურქმენეთისათვის  საქართველო  განხილულ იქნას უმთავრეს   პარტნიორად. ერთის მხრივ ენერგორესურსების, ევროპის მიმართულებით გადაადგილების თვალსაზრისით, ხოლო მეორეს მხრივ  სატრანსპორტო ლოჯისტიკური თანამშრომლობის  კუთხით. ყველაზე უფრო  მაღალი ინტერესი, რაც  გამოიხატა ამ პერიოდის განმავლობაში  არის თურქმენული მხარის მიერ გამოხატული ინტერესი  საქართველოს ლოჯისტიკურ ცენტრად ლობირებასთან დაკავშირებით.  ბუნებრივია, როდესაც თურქმენული მხარის მხრიდან  არსებობს ასეთი მაღალი ინტერესი  საჭიროა უფრო აქტიური   ქმედების განხორციელება  საქართველოში.  უფრო აქტიური  მუშაობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების  მიმართულებით იმისათვის, რათა საქართველომ ის შესაძლებლობა გამოიყენოს, რომელიც უმაღლეს პოლიტიკური გადაწყვეტილების  დროს იქნა მიღებული“,-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 
ამასთან, პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება თურქმენეთისა და ევროკავშირის მოლაპარაკებებია თურქმენული გაზის ევროკავშირში გადაადგილების თვალსაზრისით.
 აბაშიშვილის თქმით, საქართველო აღნიშნული პროექტის შემდგომი რეალიზების კუთხით აქტიურ ჩართულობას იწყებს. 
„ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი მიმართულებაა  თურქმენეთისა და ევროკავშირის მოლაპარაკებები. თურქმენული გაზის  ევროკავშირში გადაადგილების თვალსაზრისით.  ამ კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ  საქართველო აქტიურად იწყებს ჩართულობას  ამ პროექტის შემდგომი რეალიზების კუთხით.  რაც ბუნებრივია, საქართველოს მოუტანს  დამატებით უმნიშვნელოვანეს სარგებელს.  ერთის მხრივ ტრანსპორტირების კუთხით, მეორეს მხრივ  საქართველო კიდევ უფრო მეტ როლს შეასრულებს  ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.  უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ამ მიმართულებით რამოდენიმე ტიპის შეთავაზება აქვს. საქართველოს შეუძლია თურქმენეთს შესთავაზოს  უმნიშვნელოვანესი ლოჯისტიკური პროექტების განხორციელება,  მათ შორის   ქართული პორტებით სარგებლობა. ეს არის  ბათუმის და ფოთის პორტები“,-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics