11:20 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 15:26:17, 534 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: ვცდილობთ, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი მინიმალურად მტკივნეული გავხადოთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მაქსიმალურად სცდილობენ, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი  მინიმალურად მტკივნეული იყოს.

მისივე თქმით, მოქალაქეებთან საზოგადოებრივი ურთიერთობის დეპარტამენტები  მაქსიმალურ კომუნიკაციას ამყარებენ და სცდილობენ, მათ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცენ.

"ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან ინტენსიური მუშაობა. საზოგადოებრივი ურთიერთობების დეპარტამენტმა ფაქტობრივად ნახევარი  სამინისტრო გარდაქმნა ქოლ ცენტრად იმისათვის, რომ მაქსიმალურად  მოვემსახუროთ და კითხვებზე გაეცეს პასუხები. მოქალაქეებს,  ფაქტობრივად,  მთელი ჩვენი სამინისტრო ემსახურება.  ბანკებთან შედგა შეთანხმება,  რომ  განვადებები იქნას ფართოდ გამოყენებული და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საბანკო ასოციაციას, ვინაიდან მიიღეს ეს წინადადება და დღეს ამასთან დაკავშირებით ბრიფინგია დაგეგმილი ჩვენს სამინისტროში. გრაფიკს მივყვებით ჩვეულებრივად,ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ ეს არის ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება.ჩვენ ვცდილობთ, რომ მინიმალურად მტკივნეული გავხადოთ ეს პროცესი",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველო ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე 1 ივლისს  გადავიდა.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმა მოსახლეობის იმ კატეგორიას ეხება, რომელიც მაუწყებლობას ღია ეთერით ე.წ სახლის სახურავზე დამონტაჟებული ანტენით იღებს და მის ტელევიზორს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა არ აქვს. საზოგადოების ამ ნაწილს ციფრულ ფორმატში ღია სიგნალის მისაღებად სპეციალური მოწყობილობა - სეტ-ტოპ-ბოქსი დასჭირდება. სეტ-ტოპ-ბოქსი უერთდება ძველ ტელევიზორებსაც.

ულტრათანამედროვე ტელევიზორებს ციფრული სიგნალის მისაღებად სპეციალური მოწყობილობა უკვე ჩამონტაჟებული აქვს. მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტის (საკაბელო ოპერატორის) მომსახურებით სარგებლობს, ან თანამგზავრულ მაუწყებლობას სპეციალური მოწყობილობების საშუალებით იღებს რეფორმა არ ეხება და მათ სეტ-ტოპ-ბოქსი არ დაჭირდება თუ მათ ტელემაუწყებლობის ღია ეთერით მიღება არ ენდომებათ.

სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის  სეტ-ტოპ-ბოქსები უკვე შეიძინა და ყველა სოციალურად დაუცველის  სტატუსის მქონე პირი, რომელსაც 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს მინიჭებული, მის კუთვნილ სეტ-ტოპ-ბოქს  რეგისტრაციის მისამართის მიხედვით, „საქართველოს ფოსტის“ შესაბამის სერვის ცენტრში პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ მიიღებს.

მოსახლეობის იმ ნაწილმა კი, რომელიც მაუწყებლობას ღია ეთერით, სახლის სახურავზე დამონტაჟებული ანტენით იღებს და არ წარმოადგენს სოციალურად დაუცველთა კატეგორიას და ასევე, არ აქვს DVB-T2 სტანდარტის სიგნალის მიმღები  ტელევიზორი სეტ-ტოპ-ბოქსი უნდა შეიძინოს, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში იყიდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა
ნინო თანდილაშვილი - კლიმატის ცვლილება არ არის საზოგადოების ცალკეული ნაწილის გამოწვევა, ეს საყოველთაო პრობლემაა და მასთან გამკლავება ერთიან ძალისხმევას საჭიროებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics