15:54 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 18:45:53, 333 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის დიპლომატიური კაბინეტის ხელმძღვანელს შეხვდა

საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის დიპლომატიური კაბინეტის ხელმძღვანელს ევანგელოს კალპადაკის შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საბერძნეთის რესპუბლიკაში შექმნილი ფინანსური კრიზისი და მასთან დაკავშირებული საკითხები,  ასევე კრიზისის შედეგად საბერძნეთში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების წინაშე წარმოქმნილი პრობლემები, კერძოდ საბანკო ანგარიშებზე წვდომასა და საზღვარგარეთ ფულად გადარიცხვებთან დაკავშირებული შეზღუდვები. ვლადიმერ გურგენიძემ გამოთქვა იმედი, რომ კრიზისი, რომელიც მეგობარ ქვეყანაში – საბერძნეთშია შექმნილი, დაიძლევა და საბოლოოდ, საბერძნეთსა და მის საერთაშორისო კრედიტორებს შორის ურთიერთმისაღები შეთანხმება იქნება მიღწეული.

ევანგელოს კალპადაკისმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ბერძენი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვისათვის. მან ხაზი გაუსვა საბერძნეთის მთავრობის კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთდამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებენ და აღნიშნა, რომ საბერძნეთის მთავრობა ყველა ღონეს იხმარს  მათი ინტერესების დასაცავად.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები.  მათ შორის ბერძნული მხარე დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით და ამ კონტექსტში კვლავ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
თავდაცვის მინისტრი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო
შოლცი - გერმანია უკრაინისთვის Taurus-ების მიწოდებაზე უარს ამბობს, რადგან რუსეთსა და ნატოს შორის ომის თავიდან არიდებას ცდილობს
ნინო თანდილაშვილმა ბრიუსელში, გენერალური დირექტორატის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics