16:02 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 21:28:29, 547 ნახვა

სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტრო ქალი მსჯავრდებულების შემოწმების პროცედურასთან დაკავშირებით, განმარტებებს აკეთებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშში ერთ-ერთ  საკითხად მითითებული ქალი მსჯავრდებულების შემოწმების პროცედურას ეხმაურება.

 უწყებაში განმარტავენ, რომ სრული შემოწმება უტარდებათ მხოლოდ იმ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, რომელთა მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული საგნების/ნივთიერებების (მობილური ტელეფონების, ბასრი და მჭრელი საგნების, ნარკოტიკების და სხვა) შეტანას ცდილობენ. 

"საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, რომ სრული შემოწმება უტარდებათ მხოლოდ იმ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, რომელთა მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული საგნების/ნივთიერებების (მობილური ტელეფონების, ბასრი და მჭრელი საგნების, ნარკოტიკების და სხვა) შეტანას ცდილობენ. ამ ღონისძიების ჩატარების მიზანს პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული ნივთების/ნივთიერებების შეტანის პრევენცია და დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
 აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროცედურა გათვალისწინებულია ევროპის მინისტრთა კომიტეტის მიერ 2006 წლის 11 იანვარს  დამტკიცებული ევროპული ციხის წესების 54-ე პუნქტით, რომელიც შემუშავებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და წამების აღკვეთის კომიტეტის (CPT) სტანდარტების საფუძველზე. 
საქართველოს კანონმდებლობა და პრაქტიკა ამ მხრივ სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, კერძოდ ბრალდებული/მსჯავრდებულის სრული შემოწმება ტარდება სხვა პირებისაგან იზოლირებულად,  იმავე სქესის შესაბამისი მოსამსახურეების მიერ. შემოწმების პროცესში დაცულია პატიმრის პატივი და ღირსება.  სრული პირადი შემოწმების ან ნივთების შემოწმების თაობაზე დგება ოქმი, ოქმს ხელს აწერს ბრალდებული და დაწესებულების ის მოსამსახურე, რომელიც  შემოწმებას აწარმოებდა",-ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე - რატომ უნდა გაიწვიონ კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?!
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
კალაძე დეგნანზე - გვახსოვს მისი განცხადებები, რომელიც ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობას აცდენილია
კალაძე - შეიძლება რაღაცაში ვცდებით, ადამიანები ვართ, მაგრამ მეგობარი რომ ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics