00:03 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 21:31:43, 584 ნახვა

საზოგადოება
მერიამ სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის დახმარების გაცემის წესი წარადგინა

თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საკრებულოს წევრებთან - რიმა ბერაძესთან და ნუგზარ მალაღურაძესთან ერთად, მედიას 13-14 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი წარუდგინა.  

დოკუმენტის მიხედვით, დაზარალებული პირებისაგან, რომლებიც რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი, მოხდება განსახლების ზონაში საცხოვრებელი სახლებისა და უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა, ხოლო შუალედურ პერიოდში - მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. 

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მეთოდოლოგიით მოხდება, ქონების საბაზრო ღირებულებას კი   სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სტიქიამდე არსებული ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით დაადგენს. 

ვიცე-მერის ინფორმაციით, შემუშავებული წესის მიხედვით, დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ, თუ რომელი შეთავაზებით სურთ ზარალის ანაზღაურება. პირველი შეთავაზების მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს პირველ ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის.

„იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს არ სურს ამ შეთავაზებით სარგებლობა, მას შეუძლია, მიმართოს მუნიციპალიტეტს, რომ დღესვე მოხდეს მისი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა. ორივე შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, თუ მიწის ნაკვეთი მოხვედრილია სტიქიის ზონაში, მუნიციპალიტეტი გამოისყიდის უძრავ ქონებას იმ საბაზრო ღირებულებით, რაც იყო სტიქიამდე“, - განაცხადა ვიცე-მერმა.


გარდა ამისა, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები, ვისაც სრულად დაეტბორა სახლი და გაუნადგურდა მოძრავი ქონების საოჯახო პაკეტი, მის შესაძენად სულადობის მიხედვით 800-დან 10 500 ლარამდე მიიღებენ. 

სტიქიის დროს დაზარალებული ის ოჯახები, რომლებსაც სრულად გაუნადგურდათ ქონება, დახმარებას გარკვეული პრიორიტეტების მიხედვით მიიღებენ. პირველ ეტაპზე დახმარება გადაეცემა: დაზარალებულ ოჯახს, რომლის არცერთ წევრს არ გააჩნია საცხოვრებლად უსაფრთხო სხვა უძრავი ქონება; სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ დაზარალებულ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 100 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა; მრავალშვილიან დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც 18 წლამდე ასაკის სამი და მეტი შვილი ჰყავთ; დაზარალებულ ოჯახს, რომლის წევრიც არის ორსული ან მეძუძური დედა; დაზარალებულ ოჯახს, რომლის წევრიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი; დაზარალებულ ოჯახს, რომლის ერთ-ერთი წევრი არის ომის ვეტერანი.
13-14 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი თბილისის საკრებულოს წევრებთან თანამშრომლობითა და სტიქიით დაზარალებულ ოჯახებთან უშუალო კონსულტაციის შედეგად შემუშავდა. 

სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის ზარალის ანაზღაურება მას შემდეგ დაიწყება, რაც საკრებულო აღნიშნულ წესს დაამტკიცებს. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics