06:50 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-04 09:42:05, 543 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ბარაკ ობამას აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდეტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტ ბარაკ ობამას ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ, მოხარული ვარ გადმოგცეთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. მსურს გამოვიყენო მოცემული შესაძლებლობა და მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის, ჩვენი ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი აშშ-ის მხარდაჭერისა და ურყევი პოზიციისათვის.

ბატონო პრეზიდეტო, საქართველო მტკიცედ დაიცავს თავისუფლებასთან, დემოკრატიასა და მშვიდობასთან დაკავშირებულ ჩვენს საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს. ქართველი ჯარისკაცები ამერიკული სამხედრო ძალების მხარდამხარ იბრძვიან მსოფლიოში სტაბილურობის შენარჩუნებისათვის. თქვენს ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის გამო, მე მჯერა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ისტორიული კავშირები და ხანგრძლივი მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენს საქმიანობაში მეტი წარმატების, ასევე მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics