22:37 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-04 13:29:07, 644 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ხადურმა ლევილში ქართველთა მამული მოინახულა

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ლევილში ქართველთა სასაფლაო და მამული მოინახულა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ხადურმა  ყვავილებით შეამკო საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრების -კონსტანტინე კანდელაკისა და გიორგი ჟურულის საფლავები.

ლევილში ფინანსთა მინისტრი, მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, ასევე საქართველოს დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი შეხვდნენ ნოე ჟორდანიას შვილს, ასოციაცია „ქართული კერა"-ს თავმჯდომარეს, ნათელა ჟორდანიას და ნოე ჟორდანიას შვილიშვილს, ქრისტინე ფაღავა-ბულეზის.

ნათელა ჟორდანიამ ფინანსთა მინისტრს  ქართველთა მამულისა და სასაფლაოების დღევანდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ჟორდანიამ აღნიშნა, მისთვის ლევილი საქართველოა საფრანგეთში.

„ჩემთვის ლევილი საქართველოა საფრანგეთში. სწორედ ამ კედლებში ინახება საქართველოს ისტორია. რაც შეეხება მის მომავალს, მინდა ეს ადგილი შენარჩუნდეს როგორც ხიდი აწმყოსა და იმ წარსულს შორის, რომელსაც ეფუძნება დღევანდელი დამოუკიდებელი საქართველო. გვინდა მომავალი თაობებისთვის მუდამ ცოცხლობდეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მოგონებები. საქართველოში დღეს სულ უფრო ხშირად საუბრობენ ევროპასთან ინტეგრაციაზე და ვფიქრობ, სწორედ ეს  ადგილია  საუკეთესო შესაძლებლობა საქართველოსა და ევროპის დაახლოებისათვის", - აღნიშნა ნათელა ჟორდანიამ.

ამასთან, ნოდარ ხადურის განცხადებით, ლევილის ქართველთა მამულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის.

 „ლევილი არის ადგილი, სადაც ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეები თითოეულ დღეს ფიქრობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობაზე და დღეს ჩვენი ვალია, არ დავივიწყოთ ამ ადამიანების ღვაწლი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა მათი ფიქრები ევროპულ საქართველოზე რეალიზებული იყოს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics