09:26 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 15:33:50, 542 ნახვა

ეკონომიკა
ლევან კალანდაძე: თუ ლარზე მოთხოვნა არ გაიზარდა, ლარის კურსის შეჩერება რთული იქნება

თუ ლარზე მოთხოვნა არ გაიზარდა, ლარის კურსის შეჩერება რთული იქნება.

ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში  ექსპერტმა ლევან კალანდაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ საქართველოში დოლარისა და ლარის მასებს შორის დარღვეული ბალანსი  ქვეყანაში შემცირებული ექსპორტისა და გაზრდილი იმპორტისგანაა გამოწვეული, რაც დოლარზე მოთხოვნის ზრდას განაპირობებს. 

 „ქვეყნიდან გაცილებით მეტი დოლარი გაედინება, ვიდრე შემოდის და, აქედან გამომდინარე, ეს განაპირობებს იმას, რომ ლარი გარკვეული დარტყმის და წნეხის ქვეშ არის. ამას ემატება ისიც, რომ წლის ბოლოს ბიუჯეტიდან გარკვეული დეფიციტური ხარჯვა  განხორციელდა,  ბოლო თვის განმავლობაში ორჯერ მეტი დაიხარჯა,  ვიდრე საშუალოდ თვეში იხარჯებოდა და, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ლარის კურსიც დაეცა“,-განაცხადა ლევან კალანდაძემ.

კალანდაძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ვარდნა 2015 წელს, ხელისუფლების  უმოქმედობის და ქვეყენაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ლოგიკური შედეგია.

„2015 წელსაც  ლარის გაუფასურების პროცესის გაგრძელება, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ლოგიკური შედეგია  და თუ ლარის და დოლარის მასის ბალანსი გარკვეულწილად არ აღდგა,  ანუ თუ არ გაიზარდა ლარზე მოთხოვნა,  ლარის კურსის შეჩერება საკმაოდ რთული და ძნელად პროგნოზირებადი იქნება“,-განაცხადა ექსპერტმა.

ლევან კალანდაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში, მიმდინარე პროცესებში ეროვნული ბანკის როლზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ეროვნულ ბანკს გააჩნია ფულის მასის კონტროლის გარკვეული ინსტრუმენტები, როგორიცაა სავალუტო ინტერვენციები, თუმცა მათი არამიზნობრივად გამოყენება და ლარის კურსის მხოლოდ ამ ინსტრუმენტით დარეგულირება სავალალო შედეგის მომტანი იქნება.

„ ჩვენ შეგვიძლია სისტემატიურად ვატაროთ სავალუტო ინტერვენციები, ვალუტა გამოვიტანოთ ბაზარზე, მაგრამ ამას თავად ლარის ავადმყოფობის გაჯანსაღების თვალსაზრისით ნაკლები შედეგი ექნება და რეალურად სავალუტო რეზერვს დარტყმის  ქვეშ ჩავაყენებთ . ეს სავალუტო ინტერვენციები უნდა განხორციელდეს  იმ შემთხვევაში, თუ ამას შედეგი მოჰყვება. თუ შედეგი არ მოჰყვება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვხარჯავთ სავალუტო რეზერვს“,- განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, ლარის კურსის დასარეგულირებლად სავალუტო ინტერვენციების ეფექტურად გამოყენებასთან ერთად აუცილებელია, ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ  ხელისუფლების ყველა შტომ იმუშაოს კოორდინირებულად. რადგან არ გამოვიდეს ისე, როგორც მოხდა 2013 და 2014 წლების ბოლოს, როდესაც ეროვნული ბანკი აკეთებს ერთს, ფინანსთა სამინსტრო და სხვა სახელისუფლებო შტოები მეორეს, ან პირიქით.  ვფიქრობ, რომ ყველა პრობლემის მოგვარება, მათ შორის ლართან დაკავშირებული უნდა დაიწყოს ერთ მაგიდასთან დასხდომით, კოორდინირებული, ერთობლივი მოქმედებების დაგეგმვით და გატარებით“,-აღნიშნა კალანდაძემ.

მისივე განმარტებით, ლარის კურსს ზედა ზღვარი არ აქვს და ყველაფერი სავალუტო წყაროების ეფექტურ გამოყენებაზეა დამოკიდებული.

„თუ ხელისუფლება გეგმაზომიერად დაგეგმავს და გადადგავს გარკვეულ ნაბიჯებს, ამავდროულად ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს  დროულად გამოიყენებს  და  ხელისუფლება მხოლოდ ეროვნული ბანკის ინტერვენციების შემყურე არ იქნება, მაშინ მერწმუნეთ, ლარის კურსის დარეგულირება სრულიად შესაძლებელი გახდება,  მაგრამ ამას კომპლექსური და ერთობლივი გადაწყვეტილებები სჭირდება და თითის ერთმანეთისკენ გაშვერა-„ არა ეს ჩემი საქმე არ არის,  ეს იმის საქმეა“,  საბოლოო ჯამში ასეთი პილოტიკა ლარს აზარალებს“,-განაცხადა ლევან კალანდაძემ.    




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics