18:07 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-04 16:15:29, 504 ნახვა

საზოგადოება
შსს მოქალაქეებს მუწოდებს, ხვალ, ორთაჭალიდან წითელი ხიდის მიმართულებით მტკვარში თევზაობისგან თავი შეიკავონ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ, გამთენიისას, მტკვრის დონის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ორთაჭალაჰესის საგუბარის დაცლა დაიწყება.

შსს მოქალაქეებს მუწოდებს, ორთაჭალიდან წითელი ხიდის მიმართულებით თევზაობისგან და მდინარეში შესვლისგან თავი შეიკავონ.

„5 ივლისს, გამთენიისას, 05:00 საათზე, მდინარე მტკვრის დონის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ორთაჭალჰესის საგუბარის დაცლა დაიწყება. პარალელურად მოხდება ზედაპირული დაკვირვება მდინარის ხელოვნურ და ბუნებრივ კალაპოტებში (ქვემო ფონიჭალის რკინიგზის ხიდიდან, გულუას ხიდიდან, ლოჭინის ხევში ჩანჩქერთან, გაჩიანის ხიდიდან). ბუნებრივ კალაპოტში, ქვემო ფონიჭალის მიმართულებით, ზედაპირული დათვალიერების (მორევები, კუნძულები, მდინარის გასაყრები) მიზნით, სამსაათიანი შუალედით მოხდება ქვეითი ჯგუფებისა და ნიჩბიანი ნავების დაშვება. წყლის დონის დაწევა შესაძლებელს გახდის მდინარე მტკვარში წყალდიდობის დროს ჩახერგილი და ჩაჭედილი, მოტივტივე და არამოტივტივე საგნების გამოჩენას, ასევე ლამისა და ქვიშა-ღორღის ჩამორეცხვას სანაპირო ზოლიდან. პარალელურ რეჟიმში ჩატარდება საძიებო-გაწმენდითი სამუშაოები შესაბამისი ტექნიკა-აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის დახმარებით. ორთაჭალიდან წითელი ხიდის მიმართულებით მდინარე მტკვრის დონე მოიმატებს, რაც ხელს შეუწყობს ზედაპირული საძიებო სამუშაოების ეფექტურად ჩატარებას. საძიებო-გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს 700-მდე მეხანძრე-მაშველი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე თევზჭერით არიან დაკავებულნი, დროის ზემოაღნიშნულ მონაკვეთში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თევზაობისგან და მდინარეში შესვლისგან თავი შეიკავონ. სამინისტრო ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ „112“-ს”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება
გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics