18:40 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-04 18:02:09, 421 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას უმასპინძლა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა კონგრესმენებს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობაზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება და გაღრმავება.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებაზე გაამახვილა და საქართველო-აშშ-ის შორის თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით მუშაობის დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თავის მხრივ კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განვითარების ხელშეწყობა. საუბარი რეგიონში შექმნილ ვითარებასაც შეეხო.

საქართველოს პრეზიდენტმა კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში თანადგომისთვის. ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ „ხელშეკრულებების“ დაუშვებლობა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოსა და ამერიკას შორის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ანტიტერორისტული საქმიანობის მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება იყო. მხარეებმა ყურადღება ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს.

როგორც კონგრესმენებმა აღნიშნეს, ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო მისიებში.

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აშშ-ის კონგრესმენების დელეგაციას რესპუბლიკელი კონგრესმენი პიტერ როსკემი ხელმძღვანელობს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics