11:58 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-05 10:27:20, 465 ნახვა

საზოგადოება
საკრებულოს კომისიებმა სტიქიით დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურების წესს მხარი დაუჭირეს

თბილისის საკრებულოს კომისიების სხდომაზე დეპუტატებმა 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესს მხარი დაუჭირეს. საკითხი საკრებულოში თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ წარადგინა. 

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, დაზარალებულები ორ კატეგორიად იყოფა. პირველ კატეგორიას მიეკუთვნება ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც აღდგენას არ ექვემდებარება, ხოლო მეორე კატეგორიას - ოჯახები, რომელთა სახლების აღდგენაც შესაძლებელია.

მერის მოადგილის განმარტებით, წესი ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს ითვალისწინებს და დაზარალებულებს აქვთ სრული თავისუფლება, ერთ-ერთი მათგანი აირჩიონ. პირველი ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს პირველ ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის. ამ წესით სარგებლობის შემთხევაში დადგენილია შემდეგი კრიტერიუმები: ერთი და ორწევრიანი ოჯახისთვის გაიცემა 45 კვ.მ-ის ფართის ადეკვატური თანხა, სამი და ოთხწევრიანი ოჯახისთვის - 65 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა, ხუთი და ექვსწევრიანი ოჯახისთვის - 90 კვ.მ. ფართის ადეკვატური თანხა, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახისთვის - 110 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა. მოგვიანებით, ოჯახის განსახლების ზონაში მოხვედრის შემდგომ, მოხდება მისი უძრავი ქონების სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა და უკვე გაცემული დახმარების სხვაობის შევსება.

ზარალის ანაზღაურების წესის მეორე ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს შეუძლია, პირდაპირ მიმართოს მუნიციპალიტეტს და თბილისის მერია მის უძრავ ქონებას საბაზრო ღირებულებით დაუყვნებლივ გამოისყიდის. 

გარდა ამისა, დაზარალებული ოჯახები სულადობის მიხედვით საოჯახო პაკეტისთვის განკუთვნილ თანხასაც მიიღებენ. კერძოდ, 1 და 2-წევრიანი ოჯახი - 8 000 ლარს, 3 და 4-წევრიანი ოჯახი - 8 700 ლარს, 5 და 6-წევრიანი ოჯახი - 9 400, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახი - 10 500 ლარს. 

საკრებულოს წევრები 13 ივნისს სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესზე ხვალ საკრებულოს სხდომაზე  იმსჯელებენ. მისი დამტკიცების შემდეგ კი ზარალის ანაზღაურება დაიწყება.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
გარემოს ეროვნული სააგენტო - ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება
რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიში მიიტანა
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics