2015-07-05 15:03:37, 455 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: არც ერთ დევნილს იმ წარმოუდგენელ პირობებში არ დავტოვებთ
21-წლიანი მოლოდინის შემდეგ, 35-მა დევნილმა ოჯახმა ახალმოსახლეობა იზეიმა-საცხოვრებელი ბინების გასაღებები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ პირადად გადასცა. მთავრობის მეთაურმა, დევნილთა და განსახლების მინისტრთან ერთად, დღეს ქუთაისის ცენტრში ახლადაშენებული კორპუსი დაათვალიერა და დევნილთა საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო. “როდესაც ჩვენი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ხელისუფლებაში მოვიდა, განსაკუთრებულ პრიორიტეტად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სათანადო პირობების შექმნა დავისახეთ. ჩვენ არც ერთ დევნილს არ დავტოვებთ იმ წარმოუდგენელ პირობებში, როგორშიც წლები გაატარეს და ეტაპობრივად ჩვენ დავძლევთ ამ პრობლემას. სწორედ ამ ადამიანებისთვის ღირსეული პირობების შექმნის გზაზე გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლავთ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქართველი მენაშენეებისგან ბინების გამოსყიდვას. ჩვენ უკვე შევისყიდეთ 35 ბინა ამ კორპუსში, ხოლო მიმდინარე წლის ბოლოს კიდევ 18 ბინას ჩავიბარებთ“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე განმარტებით, პროექტი იძლევა ქართველი მენაშენეების წახალისების, დევნილთა პრობლემების გადაწყვეტის საქმეში მენაშენეების ჩაბმის შესაძლებლობას და ხელს უწყობს ზოგადად სამშენებლო ბიზნესის განვითარებას. ახალმოსახლე ოჯახებმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადეს მთვრობის მიერ დევნილი მოსახლეობისთვის გაწეული ზრუნვისთვის. "მადლობა გეკუთვნით თქვენ ამდენი მოთმინებისთვის და გაჭირვების ღირსეულად გადატანისთვის,"- განუცხადა პრემიერმა დევნილებს. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მენაშენეების პროექტის ფარგლებში, ქუთაისში სულ 53 ბინა შეისყიდა. დღეს, შმიდტის ქუჩა N2-ში არსებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართი 35-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო. დარჩენილი 18 ბინა დევნილ ოჯახებს 2015 წლის ბოლოს გადაეცემათ. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან აშშ- მოვუწოდებთ მთავრობას, მოუსმინონ გაფრთხილებებს, კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს
„გამოვიდეს პრემიერი და დაგველაპარაკოს“ - აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან
„დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი, გააკეთეთ პოლიტიკური განცხადება“ - აქციის მონაწილეებმა „ქართულ ოცნებას“ ერთსაათიანი ვადა მისცეს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრამი მოხსნილია, შენობის კარებები ღიაა
|
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|