01:31 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-06 09:47:41, 1028 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთმა საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა

საბერძნეთმა საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.

შესაბამისი გადაწყვეტილება რეფერენდუმზე მიცემული ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ გახდა ცნობილი.

საბერძნეთის შსს-ს მონაცემებით, არა-ს 61%-ზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ხოლო კი-ს 39%-ზე ნაკლებმა. საკუთარი არჩევანი სულ 6,4 მილიონმა ადამიანმა დააფიქსირა.

კენჭისყრის შედეგების კომენტირებისას საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაბრიელ საკელარიდისმა აღნიშნა, რომ საბერძნეთი საერთაშორისო კრედიტორებთან მოლაპარაკებებს განაახლებს.

მისი თქმით, მოლაპარაკებები უმოკლეს ვადაში, შესაძლოა, 48 საათშიც კი დასრულდეს. 

საბერძნეთის პრემიერი ალექსის ციპრასი, ბერძნების „გაბედულ არჩევანს“ მიესალმება. 

„უფლებამოსილება, რომელიც ამ რეფერენდუმით მომენიჭა, არა ევროპასთან განხეთქილებისკენ, არამედ მასთან მოლაპარაკებაში უფრო ძლიერი პოზიციის დაკავებისკენ არის მიმართული“, - განაცხადა ციპრასიმ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics